საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მონაწილე  გადამზადდა

საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მონაწილე გადამზადდა

access_time2023-02-24 15:45:21

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მეწარმე ქალი გადამზადდა. აღნიშნული პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და  გენდერული თანასწორობის წახალისებას ისახავს მიზნად. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და  ახლად შექმნილი საწარმოს  სრული ციკლის ხელშეწყობას  ითვალისწინებს. ის  ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.

 

„პროგრამის პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. წელიწადში მიღება საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე  მოხვედრას 25 მეწარმე შეძლებს. პროგრამას არ აქვს სექტორული შეზღუდვა და მოიცავს მეწარმეებს მრავალფეროვანი ინტერესებითა და გამოცდილებით.  პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იღებენ თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების იმ კომბინაციას, რომელიც აუცილებელია წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის. ღრმად გვწამს, რომ მეწარმე ქალთა გაძლიერებით ძალიან ბევრი ახალი, ინოვაციური პროექტი შეიქმნება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, ანა ჩხეიძე.

 

პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლი საშუალოდ 2 თვის მანძილზე გრძელდება, რის შემდეგაც მონაწილეები გადადიან საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე. პროგრამა მეწარმეებს ასევე სთავაზობს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს უკავშირდებიან.

 


პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, 3 ბიზნესკურსიც შეიმუშავა, რომლის გავლაც მონაწილეებს ონლაინ შეუძლიათ. ეს კურსებია: საბაზისო ციფრული რესურსები; ეფექტიანი კომუნიკაცია და მეწარმეობის საწყისები.

 

„პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის, როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ კომპანიების გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია იმ ახალი ბიზნესუნარების გამომუშავების, ცოდნისა თუ  გამოცდილებისთვის, რაც პროექტში მონაწილეობისას მიიღეს. პროგრამის ფარგლებში მეწარმე ქალებმა გადამზადებასთას ერთად, ქოუჩინგით, საკუთარი ბრენდის პროდუქციის ფოტოსესიითა და მეწარმე ქალთა კატალოგში კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით ისარგებლეს, რამაც მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა, აკეთონ საყვარელი საქმე ხარისხიანად“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

 

 

 (R)

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up