„საქართველოს ბანკისა“ და „TBSC Consulting“-ის მხარდაჭერით ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსი იწყება

„საქართველოს ბანკისა“ და „TBSC Consulting“-ის მხარდაჭერით ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსი იწყება

access_time2021-11-16 11:30:00

საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით, „საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“ იწყება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას, რაც რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით ხორციელდება.



“საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“-ში 8 პარტნიორი უნივერსიტეტის გუნდია ჩართული, დამატებით 4 გუნდი კი ღია რეგისტრაციის ფარგლებში, პრეზენტაციების საფუძველზე შეირჩევა. შეჯიბრება სამ ეტაპად გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გუნდები ჰარვარდის ბიზნესქეისზე იმუშავებენ, შედეგებს კი საქართველოში მაღალი რანგის მენეჯერებს წარუდგენენ.



ფინალურ ღონისძიებაზე სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი - 11 000 ლარით, მეორეზე - 6 000, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი - 3 000 ლარით დასაჩუქრდება.



მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და წარმატებული მენეჯერები ჩაუტარებენ ტრენინგებს, მათ შორის:



• პოლ კლარკი - მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული (Stanford და Chicago Booth), 40 წლიანი გამოცდილება ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში მსოფლიოს მსხვილი კომპანიებისათვის (მაგ: Lufthansa). TBSC Consulting-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.




• ჯაბა შალამბერიძე - ჰარვარდის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ექვსწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით საცალო ვაჭრობის სექტორში. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის, Bain & Company-ის კონსულტანტი ჩიკაგოს ოფისში. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.



• თამუნა პაპავა - Fulbright/Bank of Georgia-ს სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) კურსდამთავრებული. ოთხწლიანი გამოცდილებით ამაზონის სათაო და ლონდონის ოფისებში პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე. TBSC Consulting-ის ყოფილი კონსულტანტი.



მონაწილეებს ასევე მენტორობას გაუწევენ წარმატებული ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები:



• ანა ქურხული (სტენფორდის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’21),
• ანა მამუკელაშვილი (კოლუმბიის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’20)
• ლევან მჟავია (Tuck-ის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ’21)
• ლუკა კაჩუხაშვილი (Chicago Booth-ის მაგისტრი ’22)
• ანა სუხიშვილი (Fullbright MFin Scholar არიზონას უნივერსიტეტი ’17)



აპლიკაციების მიღება 19 ნოემბრის 15:00-მდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ngb6TB



ინფორმაციისთვის, საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2019 წელს, TBSC Consulting-ის ინიციატივით დაიწყო. TBSC Consulting-ი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 18 წელია ოპერირებს და ორგანიზაციებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, მათ შორის: დივერსიფიცირებული ქართული კომპანიები, უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური მისიები, დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები.



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up