ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტის წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკმა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, უზბეკეთში ქართული ICT კომპანიების უცხოურ კომპანიებთან შეხვედრას შეუწყო ხელი.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ციფრული პროდუქტებისა და სერვისების (ICT) მიმართულების 11-მა ქართულმა მცირე და საშუალო კომპანიამ მიიღო და 22 უზბეკურ კომპანიას შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, კომპანიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ B2B შეხვედრებში და მის ფარგლებში პოტენციური მყიდველისთვის წარედგინათ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება და ამავდროულად, დაემყარებინათ კავშირები ადგილობრივ პარტნიორებთან.
უზბეკეთის ბაზარზე ამ აქტივობაში ქართულ დელეგაციას მხარდაჭერა გამოუცხადა თავად უზბეკურმა მხარემ. კერძოდ, უზბეკეთის რესპუბლიკის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების სამინისტრომ და IT Park-მა, რომლებმაც ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს და უზბეკეთში ბიზნესის კეთების უპირატესობები გააცნეს. ასევე, დააკავშირეს ადგილობრივ პარტნიორებთან. ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრის განხორციელებაში, ჩართული იყო AmCham უზბეკეთი, რომელმაც საქართველოს ბანკთან და პროგრამასთან პარტნიორობით სტუმრებს ოფიციალური მიღების ცერემონიაზე უმასპინძლა.
“ICT სექტორი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამავდროულად, წარმოადგენს ქვეყნის მისწრაფების
(R)