2021 წლის მთვარი მიღწევების, სამომავლო გეგმების და საქართველოს საბანკო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ „კომერსანტთან“ ბლიც-ინტერვიუში „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ სულხან გვალიამ ისაუბრა.
— საქართველოს ბანკის 2021 წლის მთავარი მიღწევა...
— რამოდენიმეა, თუმცა გამოვყობ მომხმარებლის მოთხოვნებზე სრულად მორგებულ, პროცესების და პროდუქტების გაციფრულების კუთხით გადადგმულ კიდევ ერთ ძალიან დიდი ნაბიჯს.
— დღეს საბანკო სექტორისთვის მთავარი გამოწვევაა პანდემია თუ ინფლაცია?
— დღეს ნამდვილად ინფლაცია.
— 2008 წლის კრიზისი და 2020-2021 წლების პანდემია, რომელი უფრო რთული აღმოჩნდა საბანკო სექტორისთვის?
— 2008 წელი.
— კომერციული ბანკისთვის მომგებიანია ლარიზაცია თუ დოლარიზაცია?
— მომხმარებლის თავისუფლება და მეტი ფინანსური განათლება. ლარის მიმართ რწმენის გაზრდა კარგია, რაც თვითონ გამოიწვევს ლარიზაციას. იძულებით ლარიზაცია ცუდია, როგორც ყველაფერი იძულებითი.
— საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო სექტორისთვის არის...
— მარეგულირებელი.
— 2021 წელს ეროვნული ბანკის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა..
— ლარში განთავსებულ დეპოზიტების ეკონომიკური სტიმულირება.
— თქვენი ბანკის წარმატების ფორმულა არის...
— გამჭვირვალობა, ინოვაცია და საუკეთესო კადრები. პრობლემის შესაძლებლობად ქცევა და არ გაჩერება მუდმივი განვითარებისთვის.
— რომ შეგეძლოთ, რომელ ქვეყანაში გადაიტანდით საქართველოს ბანკს?
— იაპონიაში.
— ქართულ საბანკო სექტორს სხვებისგან გამოარჩევს...
— ასეთ პატარა ბაზარზე ასეთი განვითარებული საბანკო სექტორი, ალბათ ძალიან იშვიათია. ასევე, გამოვარჩევდი კვალიფიციური საბანკო კადრების მაღალ კონცენტრაციას.
— საქართველოს ბანკის 2022 წლის მთავარი მიზანი?
— კიდევ უფრო მეტი ტემპით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა გაციფრულების კუთხით.
ნინო თამაზაშვილი