საქართველოს ბანკში კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა

საქართველოს ბანკში კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა

access_time2021-12-22 11:40:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ციფრული სერვისების დახვეწას განაგრძობს. სწრაფად განვითარებად ბიზნეს გარემოში, სადაც გაციფრულება ერთგვარი პასუხია კომპანიების მზარდ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე, ბანკმა ბიზნესს მორიგი განახლება შესთავაზა - https://bonline.ge-იდან და ბიზნეს მობილბანკიდან, კომპანიის ონლაინ ანგარიშის გახსნა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი.


იმისათვის, რომ გახდეთ ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, მხოლოდ პირადი ნომრის, ორგანიზაციის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებაა საჭირო. ანგარიშის გახსნის განაცხადის შევსების შემდეგ კი, აირჩევთ სასურველ პროდუქტებსა და სერვისებს, რომელიც ანგარიშის გახსნასთან ერთად, ავტომატურად გაგიაქტიურდებათ. ეს ყველაფერი კი ფილიალში მისვლის გარეშე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი.



გარდა ამისა, საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში ბიზნეს პაკეტით სარგებლობა უფასოდ იქნება შესაძლებელი. ეს პაკეტი ბიზნესის სამართავად საჭირო ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორიცაა: ბიზნეს ბარათი, ბიზნეს ინტერნეტბანკი, შეტყობინების სერვისი და მულტისავალუტო ანგარიში.
„მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს დახვეწოს და განავითაროს ციფრული პროდუქტები და სერვისები. ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება ფილიალში მისვლა და უმოკლეს დროში შეუძლია გახსნას კომპანიის ანგარიში. დღეს ციფრული პროდუქტები და სერვისები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში და სამომავლო წარმატებაში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებელს, რათა მათ მეტი დრო და შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.




დეტალურად, თუ როგორ გახსნათ კომპანიის ანგარიში ონლაინ, იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=2852mV-jdvI


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up