საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

access_time2023-04-18 15:30:18

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების აქტიური მხარდამჭერია. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში, 4 953 კვ.მ. ფართობზე, 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა. ინვესტიცია 4.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

პროექტი, სახელწოდებით „არტჰოლ ლივინი“ მოიცავს მიწისქვეშა პარკინგს, 1 500 კვ.მ. რეკრეაციულ სივრცესა და სკვერს სახლთან ახლოს.


 

„საქართველოს ბანკთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და მანამდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. სწორედ ამიტომ,  მათთან პარტნიორობით ახალი პროექტის დაწყება გადავწყვიტეთ, რომელიც 2024 წლის აპრილში დასრულდება. რაც მთავარია ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება და მომხმარებლებს ბინა თეთრი კარკასის კონდიციაში ჩაბარდებათ. პროექტი საცხოვრებელ კორპუსთან ერთად რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, რითიც გვინდა ჩვენს მაცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტი და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ“, - აღნიშნავს კომპანია „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელი, აკაკი ადამია.

 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას. ეს ერთი მხრივ ბიზნესს მოტივაციას აძლევს აკეთოს კიდევ უფრო მეტი პროექტი და წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში. მეორე მხრივ კი, ქვეყნაში შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის მხრივ. რაც შეეხება „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფს“ წლებია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მათ წარმატებულ საქმიანობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ კომპანია არ ჩერდება და მიმდინარე პროექტთან ერთად, ახორციელებს „მწვანე უბანი დადიანზე“, რომელიც 5 000 კვ.მ. ფართობზე დახურულ სარეკრეაციო ზონას, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, ერეკლე ვაშაყმაძე.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up