საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, თბილისში  მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა „პირველი“ გაიხსნა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, თბილისში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა „პირველი“ გაიხსნა

access_time2023-04-07 18:00:52

საქართველოს ბანკი, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამედიცინო სფეროს მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, თბილისში, მარჯანიშვილის N6-ში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა „პირველი“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. ინვესტიცია  2 479 000 ლარს შეადგენს.


კლინიკა, რომელიც მულტიფუნქციურ ამბულატორიასთან ერთად დღის სტაციონარსაც  აერთიანებს, 1 100 კვ.მ ფართობზეა განთავსებული.


„საქართველოს ბანკთან ერთად ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია. ბანკთან თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით საკმაოდ მალე მოვახერხეთ კლინიკის გახსნა. ამ ეტაპზე გვაქვს მულტიფუნქციური ამბულატორია, დღის სტაციონარით, რომელიც მოიცავს, როგორც სრულ დიაგნოსტიკას (რენდგენს, გერმანულ ლაბორატორიას, ექოსკოპიას, პედიატრიასა და ონკოლოგიას ქიმიოთერაპიით და ობსერვაციით), ასევე კარდიოლოგიას,  რევმატოლოგიას, დერმატოლოგიასა და თერაპიას. აღსანიშნავია, რომ კლინიკას აქვს  მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელიც სრულად გერმანული, უმაღლესი ხარისხის ანალიზატორებით არის აღჭურვილი. ლაბორატორიის მუშაობის პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერ პაციენტს შეუძლია, თვალი ადევნოს პროცესს, თუ როგორ, სად, რა პირობებში, და რომელი ანალიზატორით კეთდება ესა თუ ის ლაბორატორიული კვლევა.



ჩვენ თანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ისრაელის ერთ-ერთ წამყვან კლინიკასთან. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებთანაც. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ გაფართოებასა და განვითარებაზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო ხარისხიანი და მაღალი დონის მომსახურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და პლასტიკური ქირურგიის მიმართულების დამატებას. “,- განაცხადა კლინიკა „პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, ალინა ჩხაიძემ.


„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი  პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა ნოემბრის ბოლოს გაიხსნა, ის უკვე მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს.  კომპანიას უკვე აქვს განვითარების სამომავლო გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ  გაიზრდება სერვისების რაოდენობა, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ამ დროისთვის კლინიკას 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. მოხარული ვართ, რომ კლინიკა ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up