საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

access_time2023-03-16 12:00:02

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. კენკროვანი კულტურების, განსაკუთრებით ლურჯი მოცვის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა „ბლუბერი ფილდსთან“ პარტნიორობით წყალტუბოში, სოფელ გუბისწყალში, 25.2 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.

 

ბანკის ინვესტიციით კომპანიამ ნერგებისა და პლანტაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა და მიწის დამუშავება შეძლო. ასევე, მოეწყო ჭაბურღილი და საირიგაციო სისტემა.

 

კომპანიამ საქმიანობა 2022 წელს დაიწყო, რომლის მიზანი ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება და მისი ექსპორტზე გატანაა. ამ დროისთვის „ბლუბერი ფილდსი“ საექპორტოდ გაერთიანებულ საამიროებსა და ევროპის ქვეყნებს მოიაზრებს.

 

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 2022 წელს, წყალტუბოში, 25.2 ჰექტარზე ლურჯი მოცვები გავაშენეთ. მოსავალს 2024 წელს ველოდებით, რის შემდეგაც პროდუქტის ექსპორტზე გატანას ევროპასა და გაერთიანებულ საამიროებში ვგეგმავთ.  ლურჯი მოცვით არა მხოლოდ ევროპის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებიც არიან დაინტერესებული. ამასთანავე, ბოლო პერიოდში პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა. ბაზრის შესწავლა და სამომავლო პარტნიორების მოძიება უკვე დაწყებული გვაქვს. აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო გამოფენებსა და ექსპოზიციებში მონაწილეობას, რაც სამომავლოდ ჩვენი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაგვეხმარება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, ბაია გადაბაძე.


 

კომპანია, 2023 წელს ლურჯი მოცვების გაშენებას დამატებით  28.76 ჰა-ზე გეგმავს. ჯამში კი 100 ჰა-ს მოცვა სურს. მოსავლის აღების პერიოდში კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას გეგმავს. ეს კი ყოველდღიურად საშუალოდ 400 ადამიანთან თანამშრომლობას გულისხმობს.

 

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, რომელიც განვითარებასა და ზრდაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება ლურჯ მოცვებს - დიდი პოტენციალის მქონე ბიზნესია, რომელიც საჭიროა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და მეტი ქართული პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე. მსგავსი საქმიანობა ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც ხელს უწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. კომპანია გაფართოებაზე ფიქრობს და სამომავლოდ უკვე დაგეგმილი აქვს სამაცივრე მეუნეობის მოწყობა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც მათთან ერთად სხვა ფერმერებსაც მიეცემათ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

 

ინფორმაციისთვის, „ბლუბერი ფილდსი“ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის წარმოებას გეგმავს. კომპანია დაფუძნებიდანვე ითვალისწინებს და ნერგავს „Global G.A.P.”-ის ყველა სტანდარს და მოთხოვნას. ეს ასახული იქნება არამხოლოდ პროდუქციაზე, არამედ მიდგომებზე თანამშრომელთა გადამზადების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის თვალსაზრისით.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up