აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, 13 იანვარს მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 17-22მ/წმ სიჩქარით. 14 იანვარს ღამით ზოგან თოვლია მოსალოდნელი და -8 გრადუსი ყინვა, დღე კი ნისლი და +5 გრადუსი. ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიკლებს 15 იანვარს ღამით, დღე კი +8 გრადუსამდე დათბება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. -7 +8 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა 16 იანვარს.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი 20-25მ/წმ შენარჩუნდება 13-14 იანვარს. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა +1. +15 გრადუსის ფარგლებში იქნება. 15-16 იანვარს ქარის სიჩქარე შემცირდება და კვლავ უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს თოვლი და ნისლი იქნება, ტემპერატურა კი -3 +1 შუალედში. 14 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ღამით გაძლიერდება ყინვა. 14 იანვარს -4, 15 იანვარს კი -5 გრადუსი ყინვა იქნება. 16 იანვარს ღამით ყინვა, დღე კი +6 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი.