საქართველოს ბაზარზე  ახალი ქსელური მარკეტების ბრენდი გამოჩნდა, „იაფის“ პირველი ფილიალი ქალაქ გორში  გაიხსნა

საქართველოს ბაზარზე ახალი ქსელური მარკეტების ბრენდი გამოჩნდა, „იაფის“ პირველი ფილიალი ქალაქ გორში გაიხსნა

access_time2021-06-22 11:55:57

საქართველოში სუპერმარკეტების ქსელ „იაფის“ პირველი ფილიალი გაიხსნა. კომპანია ქართულ ბაზარზე ახლახანს დაფუძნდა და ამბიცური გეგმებით, მთელი შემართებით, ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად ლიდერთა რიგებში გეგმავს სახელის დამკვიდრებას. როგორ აპირებს კომპანია დასახული მიზნის შესრულებას, კომერსანტის კითხვებს „იაფის“ სუპერმარკეტების ქსელის დამფუძნებელი რომან ანთიძე უპასუხებს.

 

— საქართველოს სურსათითა და საყოფაცხოვრებო პროდუქციით ვაჭრობის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია. ბაზარზე მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ქსელური მარკეტები მრავლადაა. მათ შორის მაღალი ფასებით და მინიმალურ მარჟაზე მომუშავე ობიექტები. რა გაძლევთ კონკურენტუნარიანობის გარანტიას?

საქართველოს ბაზარზე მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა კონცეფციის ქსელური მარკეტები, თუმცა სუპერმარკეტების ქსელი „იაფი“ იქნება კიდევ უფრო განსხვავებული თავისი კონცეფციით. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ უპირველეს ყოვლისა, ის  ყოველთვის გაამართლებს თავის სახელს და მომხმარებელს სტაბილურად შესთავაზებს ხელმისაწვდომ ფასად უამრავი დასახელების პროდუქტს, როგორც ადგილობრივს, ისე იმპორტირებულს. „იაფში“ მისულ მომხმარებელს დახვდება მოწესრიგებული და სასიამოვნო გარემო, გამართული ბრენდინგით, თავაზიანი და მომღიმარი პერსონალით. ეს არიც მცირედი ჩამონათვალი იმ პრიორიტეტების, რაც  „იაფის“ ქსელს გააჩნია და გვაძლევს საშუალებას ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოთ სხვა ქსელებს.

 



— პირველი „იაფი“ გორში გახსენით. რატომ გორი და რა გეოგრაფიულ არეალში გეგმავთ გაფართოებას, რაზე აკეთებთ აქცენტს, დედაქალაქზე, თუ სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებზე ?

ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,რაც პროექტის დაგეგმვისას მივიღეთ, იყო ის, რომ პირველი მარკეტი გაგვეხსნა ქალაქ გორში.გამომდინარე იქიდან, რომ გორის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს იმყოფება და აგვისტოს ომის დროს გორი და მასთან ახლოს მდებარე სოფლები ყველაზე მეტად დაზარალდა. გვინდოდა, რომ სიმბოლურად ჩვენი საქმიანობა სწორედ აქედან დაგვეწყო და ამით გამოგვეხატა, როგორც სოლიდარობა გორის მოსახლეობის მიმართ, ასევე გვეჩვენებინა კომპანიის ზოგადი ღირებულებები. შესაბამისად, მდებარეობაც შეირჩა ისტორიულად მნიშვნელოვან, საამაყო და დიდებული გორის ციხის მახლობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე.

რაც შეეხება სხვა ფილიალებს, რა თქმა უნდა დედაქალაქშიც გავაგრძელებთ ოპერირებას, უახლოეს ერთ თვეში „იაფი“ სუპერმარკეტების ქსელს 5 ობიექტი დაემატება, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონში და  საერთო ჯამში წლის ბოლომდე  30- მდე ობიექტის გახსნაა დაგეგმიმლი.


კომპანიის მენეჯმენტს რა გამოცდილება აქვს ამ სფეროში?


 

კომპანია „იაფი“- ის გუნდი საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი კადრებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ კომპანია განვითარდეს და მომხმარებლამდე მივიტანოთ ის სულისკვეთება, რომლითაც შეიქმნა კომპანია „იაფი“  და რითაც ვგეგმავთ, რომ სუპერმარკეტების ქსელი გავხადოთ მომხმარებელზე ორიენტირებული და მომხმარებლისთვის საყვარელი ადგილი, სადაც სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნო იქნება.

 

საქართველოს მომსახურების სფერო ხშირად ხდება კრიტიკის საგანი, მათ შორის ტურისტების მხრიდან. როგორ არჩევთ კადრებს თქვენი ქსელისთვის და გადაამზადებთ თუ არა მომხმარებლებისთვის უკეთესი სერვისის შესათავაზებლად?

 

კადრები რა თქმა უნდა გადიან გადამზადებას და ტრენინგებს. ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ ნებისმიერი მომხმარებლის უფლება იყოს დაცული და მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი დარჩეს ჩვენი მომსახურებით,  როგორც ტურისტი, ისე ადგილობრივი მომხმარებელი.

 



 

ქსელური მარკეტების რომელი კომპანია მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?

 

კონკურენტად მიგვაჩნია ყველა კომპანია, ვინც  რითეილის სფეროში მოღვაწეობს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქსელური მარკეტი იქნება, თუ ტრადიციული უბნის მარკეტი, უბრალოდ ყველა მათგანს  მინდა  მივმართო  და ვუთხრა, რომ სუპერმარკეტების ქსელი „იაფი“ არ იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ დაკავდეს სხვა კომანიების მონიტორინგით და მიბაძვით, თუ ვინ როგორ მუშაობს და ვინ როგორ ოპერირებს ბაზარზე.  „იაფი“ იქნება  ქსელი, რომელიც არ აპირებს შაბლონებით ოპერირებას და ყოველთვის ახალ, ინოვაციურ და გამარტივებულ მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებელს.

 

P.S. საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა შევეხო პარტნიორ კომპანიებს და უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის. რომ არა მათი ხელშეწყობა (ადგილობრივი მწარმოებლები თუ იმპორტიორები), ვერც „იაფის“ ქსელი განვითარდება და ვერც სხვა დანარჩენი. მე ყველა ჩვენს პარტნიორს ვპირდები, რომ ჩვენი ქსელი მათვის მალე გახდება ერთ-ერთი  ძლიერი და საიმედო პარტნიორი, რომელიც თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up