ამერიკულ გამაგრილებელ სასმელ RC Cola-სა და "ქართული ლუდის კომპანიის" 7 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ბაზარზე ახალი, RC Cola Extra Coffeine - ექსტრა კოფეინი გამოჩნდა.
RC Cola Extra Coffeine - ეს არის სასმელი მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, არსი კოლას განუმეორებელი შუშხუნა გემო, ორმაგი ენერგია და თავისუფლების განცდა.
„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ახალი RC Cola-ს ახალი ენერგია - RC Cola Extra Coffeine! რომელიც გათვლილია თანამედროვე, აქტიური ცხოვრების სტილის მოყვარულებზე. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მომხმარებელი სიახლეს პოზიტიურად მიიღებს". - აცხადებს "ქართული ლუდის კომპანიის" მარკეტინგის დირექტორი მიხეილ ქურდაძე.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ლუდის კომპანიამ“ Royal Crown Cola-ს (RC Cola) ჩამოსხმა 2016 წლიდან დაიწყო და ამერიკული წარმატების 113 წლიან ისტორიას ლუდსახარშ „ზედაზენში“ წარმატებით აგრძელებს. კომპანიის მენეჯმენტი RC Cola-ს გაყიდვებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ მზარდი მოთხოვნისა და ასორტიმენტის ზრდის ფონზე RC Cola-ს გაყიდვები და პოპულარულობა კიდე უფრო გაიზრდება.
სს "ქართული ლუდის კომპანია" RC-ს ოჯახიდან დღეისათვის ხუთი სახეობის სასმელს აწარმოებს, ესენია: RC Cola, RC Q ლემონ-ლაიმი, RC Q ორანჯი, RC Q მანგო მელონი და RC Cola ექსტრა კოფეინი.