საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან შეხვედრა გაიმართა

access_time2023-02-20 13:55:47

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდისა და წევრი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლების საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან შეხვედრის მიზანს, ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხედვის გაცნობა წარმოადგენდა.

 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, ადმინისტრირებისა და აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული საკანონმდებლო და პრაქტიკულ რეფორმებს და მოხდა მათი ეფექტიანობის შეფასება ყოველდღიურ ბიზნესსაქმიანობასთან მიმართებით.

 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა  დადებითად შეაფასეს შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული რეფორმები, კერძოდ საგადასახადო ორგანოში შექმნილი მსხვილ გადამხდელთა სამმართველო, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, საუბარი ასევე შეეხო, წინასწარ და საჯარო გადაწყვეტილებებს, სიტუაციურ სახელმძღვანელოებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელზეც სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ბიზნესმა და შემოსავლების სამსახურმა ერთობლივად იმუშავეს.

 


შეხვედრაზე BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს რამდენიმე მოსაზრება შემოსავლების სამსახურის გარკვეული პროცედურების კიდევ მეტად დახვეწისთვის, რომელიც მიმართულია შემოწმების პროცესში ერთიანი პრაქტიკული მიდგომების ჩამოყალიბებისკენ. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, სასურველია დაინერგოს „კეთილსინდისიერი“ გადამხდელის ცნების გამოყენება თავად შემოწმების პროცესში, ასევე უმჯობესია შემოსავლების სამსახურის მხრიდან შეიზღუდოს ბიზნესის მიერ მოგებული სასამართლო დავების სხვადასხვა ინსტანციაში გასაჩივრება.

 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიის წარმომადგენლებს გავაცანით ბიზნეს ასოციაციის მოსაზრებები საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. BAG საკმაოდ ეფექტიანად თანამშრომლობს საქართველოს შემოსავლების სამსახურთან და მიგვაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა და კონსულტაციები მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის. თავის მხრივ, აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული პროცედურების დახვეწისკენ მიმართული ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამები ასევე  უნდა ითვალისწინებდეს ბიზნესის მოსაზრებებს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up