საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სამშენებლო მასალების ინდექსაციის ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სამშენებლო მასალების ინდექსაციის ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

access_time2022-09-28 13:55:24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ წევრ კომპანიებს ინდექსაციის მექანიზმის პროგრამული უზრუნველყოფის მოდელი გააცნო.


აღსანიშნავია, რომ ინდექსაციის ელექტრონული პლატფორმა მორგებულია სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებსა და მათ ინტერესებზე, რომელიც სამშენებლო მასალების ღირებულების ზრდის შემთხვევაში სექტორის წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას აინაზღაურონ განსხვავება საკონტრაქტო და მიმდინარე ფასს შორის.



აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან, რის საფუძველზეც მოხდა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ინდექსაციის მექანიზმის შექმნა და ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს მშენებლობის ღირებულების ინდექსაციას სამშენებლო მასალებზე, სამუშაო ძალასა და მექანიზაციაზე.


„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან თანამშრომლობით მოხდა ინდექსაციის ელექტრონული პლატფორმის დანერგვა, რაც საგრძნობლად გაუმარტივებს BAG-ის წევრ კომპანიებსა და ზოგადად სექტორის წარმომადგენლებს სამშენებლო ხარჯების ანაზღაურებას. აღნიშნული მექანიზმის დანერგვაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აქტიური სამუშაო შეხვედრები გამართა შესაბამის პასუხისმგებელ სტრუქტურებთან. ასევე დღეს შევთანხმდით, რომ საქსტატთან გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ინდექსაციის მექანიზმის მეთოდოლოგიის შესახებ, რათა თავად ეს მეთოდოლოგია იყოს გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.


(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up