საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით და შესაძლო გამოსავალის მოძებნის გზებზე საუბრობს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით და შესაძლო გამოსავალის მოძებნის გზებზე საუბრობს.

access_time2021-11-11 16:55:11

მისი თქმით, „ჩვენს შემთხვევაში გამოსავალი არის, პირველი, მსოფლიო ბაზარი, რომელზეც სამწუხაროდ, ჩვენ ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ, ხოლო მეორე არის აქციზის გადასახადი. უნდა იყოს თუ არა აქციზი მცურავი, უნდა განახევრდეს თუ საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს არის პასუხისმგებლობა კონკრეტული უწყებების და მთავრობის, ამასთან ბიზნესი მზად არის ამ დისკუსიებში ჩაერთოს. ერთის მხრივ ძალიან მარტივი მათემატიკაა, რომ განახევრების შემთხვევაში რა ეფექტი მოყვება ამას ქსელში, დაახლოებით 15-20 თეთრიანი სხვაობას მივიღებთ, თუმცა მეორეს მხრივ დგას 300 მილიონი ლარი, რომელიც დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს“. შავლეგ მიშველაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „პასუხისმგებლობის ტვირთი სწორედ მანდ არის, ეს 300 მილიონი ლარი განსაზღვრულია ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული და ა.შ. და რითი მოხდება ამის კომპენსირება და რამდენად ეფექტიანი იქნება ასეთი ქმედება, როდესაც ავტომფლობელი და ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვა ინდუსტრიები მიიღებენ გარკვეულ შეღავათს, მაგრამ მოსახლეობის ის ნაწილი ვინც არ სარგებლობს ავტომობილით და არც აინტერესებს რა ღირს საწვავი, მათთვის ეს არანაირ პრიორიტეტს არ წარმოადგენს“.




„რეალურად ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ვინაიდან, ყველასთვის გასაგებია, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა გამოვიყენოთ ქვეყნის შიდა რესურსი, ანუ აქციზი და ამავდროულად უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს. დღეს, დარტყმა მოდის ნავთობკომპანიებზე, რომლებიც რეალურად არიან პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ გამტარები, ბიზნესზე ნებისმიერი სახის შეტევები, სამწუხაროდ, აზიანებს ბიზნეს გარემოს“ - აცხადებს შავლეგ მიშველაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up