საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი „აპარტ დეველოპმენტი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი „აპარტ დეველოპმენტი“ გახდა

access_time2021-05-17 09:55:44

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს სამშენებლო სექტორში მოღვაწე შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ სწრაფად მზარდი კომპანია, „აპარტ დეველოპმენტი“ შეუერთდა.


„მივესალმებით, „აპარტ დეველოპმენტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. კოვიდ პანდემიის ფონზე მშენებლობის სექტორში არსებული პრობლემები საჭიროებს მეტ ყურადღებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სასარგებლო და ორმხრივად პროდუქტიული იქნება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა და არსებული სირთულეებისა, ასოციაციის ახალი წევრი დინამიურად და სწრაფად ვითარდება, რაც კომპანიის სწორ მენეჯმენტსა და ახალ რეალობაში ბიზნეს მოდელის დროულად გადაწყობაზე მეტყველებს“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.


ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი „აპარტ დეველოპმენტი“ 2019 წელს დაარსდა. კომპანიამ ბაზარზე ადგილი მარტივად დაიმკვირდა და 2020 წლიდან ახალი პროექტის თბილისის ისტორიულ ცენტრში Old City Panorama-ს მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული კომპლექსი მოიცავს სამ შენობას და სულ 8 სართულიანია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანია „ძველ თბილისისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა და ავარიული შენობების ჩანაცვლება ახლით, შესაბამისად, პროექტის ექსტერიერის დიზაინი იდეალურად ერწყმის ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს და ამავდროულად თანამედროვე იერსახეს სძენს“.



აღსანიშნავია, რომ „აპარტ დეველოპმენტმა“ სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნა დამატებით, დისტანციური სერვისები, რაც უცხო ქვეყნიდან ბინის შეძენის პროცესს უფრო მარტივს და სწრაფს ხდის.


„მშენებლობას ვაწარმოებთ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, ჩვენი სამშენებლო ობიექტები გამოირჩევა კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით. კომპანიის გუნდისთვის თითოეული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტი უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს, ვირჩევთ დახვეწილ ექსტერიერს, ეფექტურ შიდა დაგეგმარებას და, რაც მთავარია, საუკეთესო ადგილმდებარეობას“ - განაცხადა „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, ბექა ხოფერიამ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up