საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები: ვახტანგ ბუცხრიკიძე, ზურაბ ჩხაიძე და ნიკოლოზ გამყრელიძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები: ვახტანგ ბუცხრიკიძე, ზურაბ ჩხაიძე და ნიკოლოზ გამყრელიძე

access_time2022-05-02 12:35:37


„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე და კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები გახდნენ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამა წლის 29 აპრილს გაიმართა, საბჭოს მოქმედმა წევრებმა მხარი დაუჭირეს საბჭოს შემადგენლობაში აღნიშნული კანდიდატურების შეყვანას. 

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საბჭოს წევრებმა წინა პარასკევს გამართულ სხდომაზე ასოციაციის წევრობის მსურველი კომპანიების კანდიდატურებიც განიხილეს და მხარი დაუჭირეს ბიზნეს კომპანიების - "ალიანსი ჯგუფი", "ვონდერნეტ ექსპრესი", "ვიქტორია სექიურითი" და "მოდუსი" - საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებას. 

 


ამასთან, ასოციაციის საბჭოს წევრებმა, სხდომის მსვლელობის დროს, განიხილეს 2022 წლის 1-ლ კვარტალში ასოციაციის მიერ განახორციელებული საქმიანობა და დასახეს სხვადახვა შინაარსის მიზნობრივი ორიენტირები, რომელთა მიღწევაც ხელს შეუწყობს ასოციაციის შემდგომ გაძლიერებას.

 

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელშიც, როგორც წესი, ჩვენი ქვეყნის მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დამფუძნებლები და პირველი პირები მონაწილეობენ, საბჭოს ახალი წევრები გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქართული ბიზნესის კარგად ნაცნობ სახეებს წარმოადგენენ და რომლებმაც საკუთარი შრომით შექმნეს საკუთარი კომპანიების წარმატების ისტორიები. საბჭოს ახლად არჩეული წევრები წარმოადგენენ საკუთარ სექტორებში წამყვან ბიზნესს სტრუქტურებს და აქვთ ბიზნესში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. შესაბამისად, ჩემთვის დიდი პატივია ვახტანგ ბუცხრიკიძის, ზურაბ ჩხაიძისა და ნიკოლოზ გამყრელიძის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოში ხილვა. 

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის იმ ტიპის ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ყველა დაინტერესებული მხარის წინაშე  ქართული ბიზნესის ღირსეულად და პროფესიულად წარდგენა. შესაბამისად, ძლიერი სამეთვალყურეო საბჭო გვეხმარება ასოციაციის წევრი კომპანიების სამართლიანი და ობიექტური ბიზნეს ინტერესების წარდგენასა და დაცვაში. ასევე, ამავე სხდომაზე, საბჭოს გადაწყვეტილებით,  ასოციაციის წევრთა რიგებს დაემატა რამოდენიმე ცნობილი და წარმატებული კომპანია. მივასალმებით და ვულოცავთ მათ ბიზნესის დიდ ოჯახში გაწევრიანებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.



თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up