საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და  სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პირველი ერთობლივი პროექტი „გარბენი უკრაინისთვის“ იქნება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პირველი ერთობლივი პროექტი „გარბენი უკრაინისთვის“ იქნება

access_time2022-05-12 11:55:52

“გარბენი უკრაინისთვის” 5 ივნისს გაიმართება, ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და  სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების დროს გახდა ცნობილი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

 

დოკუმენტი თანამშრომლობას სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პირველი პროექტი, რომელშიც მხარეები ერთობლივ მონაწილეობას მიიღებენ არის უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში, „გარბენი უკრაინისთვის“.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ამ მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ომის გამო დროებით იმყოფებიან.


 

„დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს  შორის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ზოგადად სპორტის მხარდაჭერა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის პირველი პროექტი იქნება „გარბენი უკრაინისთვის“, რომელშიც მონაწილეობას შეძლებს ნებისმიერი მსურველი და ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა უკრაინელ ხალხს, რაც ამ რთულ ვითარებაში უკრაინული ოჯახების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

 

საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობის ღირებულება 30  ლარია, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია biletebi.ge-ზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up