საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განიხილეს

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განიხილეს

access_time2021-09-17 11:20:00

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


გეგმა მოიცავს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიური მონაწილეობით.



კახეთის რეგიონში ნარჩენების მართვის გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები –საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.



პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.




„შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის საპილოტე პროექტი ხორციელდება. ნარჩენების მართვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენი მიზანია კახეთის რეგიონისთვის შევქმნათ ისეთი ნარჩენების მართვის მოდელი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებისა და შვედეთის გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, რომელიც აღნიშნულ ონლაინ შეხვედრას ესწრებოდა.



შეხვედრაში მონაწილეობდნენ შვედეთის გევლეს ასოციაციის წარმომადგენელი/ექსპერტი პერ-ოლაფ ჰალბერგი, სბმკ „ორქისის” წარმომადგენლები, ექსპერტები და კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up