,,საქართველოს ციფრული და ფინანსური მომსახურების ჰაბად ქცევა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებაა“, - ლევან დავითაშვილი

,,საქართველოს ციფრული და ფინანსური მომსახურების ჰაბად ქცევა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებაა“, - ლევან დავითაშვილი

access_time2022-05-27 12:28:23

,,ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრული და ფინანსური მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში, პრემიერის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით და მათი მოზიდვით საქართველოში მოხერხდა, რომ საქართველო მართლაც იქცეს გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად, ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით.

,,ჩვენ გვქონდა კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის კრიპტო გაცვლის და ანგარიშსწორების მსოფლიო წამყვანი კომპანია, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. დაინტერესდა საქართველოში ციფრული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მართლა ხელსაყრელია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ჩვენ ვიყოთ ავანგარდში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ციფრული საფინანსო სერვისების განვითარების კუთხით. ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით, მათი მოზიდვით საქართველოში მოვახერხეთ, რომ საქართველო მართლაც ვაქციოთ გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ამ მიმართულებას და უფრო მეტ საერთაშორისო კომპანიის მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის.


,,კომპანიებმა Ftx, Finance და აშ., გამოთქვეს სურვილი, რომ კანონმდებლობის ჩამოყალიბების პროცესშიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება გარღვევა, გვექნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ამ მიმართულებას და უფრო მეტ საერთაშორისო კომპანიას მოვიზიდავთ. ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა კომპანია sales force-თან. ეს არის 100 მილიარდი დოლარის აქტივების მქონე კომპანია, რომელსაც 26 მილიარდზე მეტი ბრუნვა გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია რომელმაც ფაქტობრივად ახლებური ციფრული პლატფორმა შესთავაზა ციფრული სერვისების განვითარების კუთხით დაინტერესებულ კომპანიებს, ზოგადად ციფრული მომსახურების განვითარების კუთხით საქართველოს უკვე ძალიან დიდი პროგრესი გააჩნია. შეგახსენებთ, რომ უკვე მოქმედებს რამდენიმე ძალიან სახელოვანი კომპანია, მათ შორის ისეთი როგორიც არის "ვაიბერი", ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით შეხვედრები გაგრძელდება. ჩვენ მეტ აიტი, ციფრული მომსახურების, ფინანსური მომსახურების კომპანიებს მოზიდვას შევძლებთ საქართველოში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up