საქართველოს ციხე-კოშკების ახალი სიცოცხლე - ალეკო ელისაშილის ინიციატივა

საქართველოს ციხე-კოშკების ახალი სიცოცხლე - ალეკო ელისაშილის ინიციატივა

access_time2022-10-19 13:00:15

„საქართველოს ციხესიმაგრეებმა, კოშკებმა და გალავნებმა შესაძლოა ახალი სიცოცხლე შეიძინონ“ -  პარლამენტის თემატური მოკვლევის  ჯგუფი საქართველოს საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის  ბიზნესისთვის იჯარით გადაცემის ინიციატივით გამოდის.  ინიციატივის ავტორი კი პარლამენტარი ალეკო ელისაშვილია. საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის პრეზენტაცია შედგა, სადაც თემატური მოკვლევის ჯგუფმა საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის სამომავლო პერსპექტივები წარუდგინა. ძეგლთა  დაცვის მონაცემებზე  დაყრდნობით, ამ დროის მდგომარეობით საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში ჯამში 3088 კულტურული ძელგია, რომელთა უდიდესი  ნაწილი განადგურების პირასაა.  თუ რა ახალი შინაარსით და  ფუნქციით უნდა დაიტვირთოს საქართველოში არსებული კულტურული ძეგლები თემაზე BMGTV-ის  ეთერში ინიციატივის  ავტორმა ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.

 

ელისაშვილის თქმით, საქართველოში არსებული ციხე კოშკებიდან,  გალავნებიდან და სასახლეებიდან რამდენიმეს გარდა ფუნქცია უდიდეს ნაწილს დაკარგული აქვს. მათ უმეტესობაზე წარწერასაც კი ვერ ნახავთ. მისი  თქმით, შესაძლოა სანიმუშოდ  განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებრე 20-30 ციხე-კოშკს ახალი სიცოცხლე მიენიჭოს და ახალი დატვირთვით ამუშავდეს.

 

„თავიდან მეგონა, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოსი უნდა იყოს. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა „მოდი ნახეს “ ციხე  აღადგინა რა ხდება  დღეს იქ, უბრალოდ მიგყავს ტურისტი ათვალიერებინებ და თეთრსაც  ვერ  ახარჯვინებ. გამოსავალი არის ამ ციხე-კოშკების  რევიტალიზაცია, მათ თავისი  ფუნქცია უკვე  ამოწურეს, რადგან საქართველოში ეს ციხე -კოშკები ძირითადად  თავდაცვითი  ფუნქციით სჭირდებოდათ. დღეს საქართველო მეგალითური ციხე-კოშკებით უნიკალურია, თუმცა მათი უდიდეს ნაწილი  უფუნქციოა. ყველგან მუზეუმს  ვერ გააკეთებ, ამიტომ ყველაზე კარგ გამოსავლად კერძო სექტორთან თანამშრომლობა მიმაჩნია.

 

დღეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ორი ყველაზე მოვლილი და დაცული კულტურული მემკვიდრეობის არეალი წინანდლის მამული და შატო მუხრანია. ორივე  მათგანი იყო გავერანებული. ჩვენი მიზანი არის ამ ძეგლების შენარჩუნება და ფუნქციურად დატვირთვა. რა დაშავდება თუ ამ ციხე-კოშკებში გაკეთდება სასტუმრო, ან რესტორანი და ა.შ“ - აღნიშნა  ალეკო ელისაშვილმა.

 

ელისაშვილის  თქმით, აქამდე ვერავინ უშვებდა ციხე-სიმაგრეში ბიზნესის გაკეთებას, რადგან ერთვებოდათ მკრეხელობის მომენტი. მისივე თქმით, ეს  სტერეოტიპი უნდა გადატყდეს, ასევე  უნდა შეიცვალოს ბიუროკრატიული მიდგომაც და  ბიზნესს სხვადასხვა უწყებაში სირბილი ნებართვისთვის არ უნდა უწევდეს.

 


„სახელმწიფომ  მთელი საქართველოს მასშტაბით 20-30 ციხე-სიმაგრე  უნდა აიღოს და გამოიტანოს შეთავაზება ბიზნესისთვის. მაგალითად აბსოლუტურად  დადასტურებული უნდა იყოს რა დონეზე შეუძლია ჩარევა და რისი გაკეთება შეუძლია ბიზნესს, მაგალითად  ნიჩბისის, ან სხვილოს ციხეზე, რა მასალის გამოყენება შეგიძლია. ძეგლთა დაცვამ ეს პროექტი  უნდა მოამზადოს წინასწარ შერჩეულ 20 ციხეზე და გამოიტანოს მთავრობამ, თქვას რომ 50 წლის განმავლობაში აძლევს ბიზნესს.

 

მაგალითად იტალიამ ციხე-სიმაგრეები გამოიტანა ერთ ევროდ და უთხრა ბიზნესს, რომ მე თქვენ  გაძლევთ  ცხრა  წლით, ამ ცხრა  წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ევრო უნდა ჩადო და აქ ტურისტული ობიექტი უნდა გააკეთო თუ ვერ გააკეთებ  ჩამოგართმევ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

ელისაშვილის  თქმით,  ამ  პროექტს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იმიტომ, აქვს  რომ აბსოლუტურად  ყველა რეგიონში შეძლებს ადამიანების დასაქმებას და იმ ციხე  კოშკებში, რომლებიც დღეს ეკალ-ბარდებით არის დაფარული თუ გაკეთდება სასტუმრო, რესტორანი ან დასასვენებელი ცენტრი ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციაც მოხდება.

 

ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ ციხე- კოშკების გადარჩენის  ერთადერთი გზა არის  ეს  და წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი  დანგრევისა რის განწირული.


საქართველოს პარლამენტმა ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობების - ციხე-სიმაგრეების, კოშკებისა და გალავნების რევიტალიზაციის პერსპექტივები შეისწავლა, რაც დაცვასთან და აღდგენასთან ერთად, ამ ულამაზესი ისტორიული ძეგლებისთვის ახალი ფუნქციებისა და დანიშნულების შეძენას გულისხმობს. რევიტალიზაციის შედეგად, ისტორიული ძეგლი ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ცენტრად იქცევა, რაც დადებითად აისახება მიმდებარე რეგიონის განვითარებაზე.

 

ოთხთვიანი თემატური საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, პარლამენტმა შეისწავლა, თუ როგორ უნდა წარიმართოს რევიტალიზაციის პროცესი, რა სახის პოლიტიკა უნდა გატარდეს ისტორიული ძეგლების დაცვისთვის, რა გამოცდილება აქვს ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, და რა როლი ეკისრება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

 

თემატური საკომიტეტო მოკვლევა „საქართველოს ციხე-სიმაგრეები ახალი შინაარსის მოლოდინში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარდა.


 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up