კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძემ მედიახენტრ მთავარში ორესკონფერენციისას აღნიშნა, რომ მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანამ ბაზარზე კონკურენცია გაზარდა, რის გამოც მედიკამენტები 60-70% ით გაიაფდა. ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ფასთა შორის სხვაობები ერთსა და იმავე მედიკამენტებზე 400-800 % - ია.
პარალელური იმპორტის დაშვებამ პრაქტიკულად ხელი შეუწყო მედიკამენტების გაიაფებას. ჩემი ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 300 მილიონ ლარზე მეტია ის დანაზოგი, რომელიც მოქალაქეებმა ამ გადაწყვეტილების შედეგად მიიღეს.
თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზარზე კონკურენცია და რიგ მედიკამენტებზე ფასები 60-70%-ით შემცირდა“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.