„საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვისა და განვითარების საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს“

„საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვისა და განვითარების საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს“

access_time2022-07-07 11:15:00

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ორი ახალი პროდუქტის „SMART სივრცული მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემისა“ და „დაცული ტერიტორიებისთვის ელექტრონული სწავლების პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


ახალი პროდუქტები გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში შეიქმნა.


პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელი დირექტორი ტობიას მიუნხმაიერი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვისა და განვითარების საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. საქართველოსა და კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია 110 წლის წინ შეიქმნა. ეს იყო ლაგოდეხის ნაკრძალი, რომლის ფართობი, დაახლოებით, 3 500 ჰექტარს შეადგენდა. დღეისათვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 800 000 ჰექტარია. დაცული ტერიტორიების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა. თანამედროვე SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულსა და ეფექტიანს გახდის რეინჯერთა პატრულირებას. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა თავს მოუყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიან მონაცემებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეინჯერების სოციალური და ტერიტორიული ადმინისტრაციების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, რაშიც უდიდესია დონორი ორგანიზაციების წვლილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.


პრეზენტაციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი სისტემის დანერგვით მიღებულ სარგებელს დაცული ტერიტორიების მართვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. აღინიშნა რომ, SMART -ის დანერგვის შედეგად შესაძლებელი გახდება:



• პატრულირების ეფექტიანობის გაზომვის შესაძლებლობა,
• პატრულირების ხარისხის გაზრდა და დაცული ტერიტორიის მართვის გაუმჯობესება,
• ანგარიშვალდებულებისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე,
• სტანდარტიზებული ანგარიშებისა და ინდიკატორების მომზადება ბრაკონიერობასა და სხვა დარღვევებზე.


„ჩვენ ვახორციელებთ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისთვის. რეინჯერებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ ეს ტექნოლოგია პარკის მენეჯმენტისა თუ უკეთესი მონაცემთა ანალიზისთვის. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში და მადლობას ვუხდი დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩვენი ერთობლივი აქტივობებისთვის“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, 12 სამიზნე დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის - ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას ეროვნული პარკების, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ალგეთის, ყაზბეგის, ვაშლოვანის, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს SMART პატრულირების ტრენინგები კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ეტაპობრივად ჩაუტარდათ.


პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ არის 5 წლიანი „ტექნიკური დახმარების“ პროექტი, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. საქართველოში ამ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მხარეა კავკასიის ბუნების ფონდი (CNF).






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up