საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდა

access_time2021-05-26 12:00:00

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მედია პლატფორმებზე გამოქვეყნდა სტატიები საქართველოს შესახებ, მათ შორის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ავტორობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


ჟურნალ The Diplomat-ის მაისის ნომერში, გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას სტატია. ასევე, გამოქვეყნდა ელჩის ინტერვიუ ბრიტანულ კვლევით ცენტრთან „Council on Geostrategy“.


ამას გარდა, ქართველი დიპლომატების ე.წ ოპედები დაიბეჭდა არგენტინულ გამოცემა El Comercio-ში, პარაგვაის წამყვან გამოცემა „ABC News“-ში, ურუგვაიში, გამოცემა „El Pais“-ში, საბერძნეთში, ჟურნალ GR Diplomatic CD- ში, უნგრეთში - გაზეთ „Magyar Hirlap“-ში და კატარულ გამოცემა „Lusail Newspaper“ – ში. ასევე საქართველოს ელჩების ინტერვიუები გამოქვეყნდა ბულგარულ გამოცემაში - Luxury Magazine: Premium Lifestyle, ლიეტუვურ გამოცემაში - Alfa.lt, კატარში, არაბულენოვან ჟურნალში Al Sharq-ში, ჩეხურ რადიოში - Czech Radio Plus, ფრანგულ მედია პლატფორმა Areion24-ზე, Arab News-ზე და Kuwiat Times-ში. ასევე დაიბეჭდა საქმეთა დროებითი რწმუნებულების სტატია ნიდერლანდურ გამოცემა - Diplomat Magazine-ში. ამასთან, იაპონიაში, საქმეთა დროებითი რწმუნებულის თეიმურაზ ლეჟავას სტატია გამოქვეყნდება იაპონურს გაზეთში „JapanTimes“.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, მექსიკასა და მალაიზიაში გაიმართა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების რადიო-ინტერვიუებიც.



ბელგიურ გამოცემა Euractiv-ში კი დაიბეჭდა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ოპედი.


ხაზგასასმელია, რომ სლოვენიური ჟურნალის Together Sila მაისის თვის ნომერი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს, ჩეხეთში კი გამოქვეყნდა სტატია „ქართული სამოსის“ გამოფენის შესახებ. რამდენიმე სტატია მიუძღვნეს საქართველოს ოირდანიის საინფორმაციო სააგენტოებმაც.


აღსანიშნავია, რომ მექსიკური პერიოდული გამოცემის „Contra Réplica“ საავტორო სვეტი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ასევე, რუმინული საინფორმაციო სააგენტოს, „აგერპრესის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ელჩის მიმართვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ესტონეთში, თურქეთსა და ირლანდიაში იგეგმება ქართველი ელჩების ინტერვიუებისა და ოპედების, პოლონეთში კი მინისტრის ოპედის გამოქვეყნება.


ასევე, სამხრეთ აფრიკული ონლაინ გამოცემა „Embassy Direct“-მა, კულტურის რუბრიკაში, საქართველოს მიეძღვნა ჩანახატი: „უთბილესი ემოციების ქვეყანა - საქართველო“/„The Country of Warmest Emotions - Georgia“. ონლაინ გამოცემა „Embassy Direct“-ში კი გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის სტატია „30 Years after restored independence Georgia expands its global partnerships into Africa“.


იაპონიაში ტელეარხ FujiTV, თავის Youtube არხზე ქართული კულტურის შესახებ ვიდეო-რგოლს გაუშვებს. ამასთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლატვიურმა ტელეარხმა LTV-მ, გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ელჩ, თეა მაისურაძესთან.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up