2023 წლის იანვარში საქართველოს დერეფანში 34 404 სატრანზიტო ტრაილერმა გაიარა. ბიუჯეტის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით,სატრანზიტო სატვირთო მანქანების მიერ ბიუჯეტში გადახდილმა გზათსარგებლობის საფასურმა 12 041 350 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 125%-იანი ზრდაა.
საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
შესაბამისად იანვარში საქართველოს დერეფანი 34 404 სატვირთომ გადაკვეთა.
• 2023 წლის იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
• 2022 წლის იანვარი 5 348 455 ლარი/ 26 742 სატრანზიტო ტრაილერი