საქართველოს ეკონომიკა წელს 4.8%-ით გაიზრდება, ხოლო პოზიტიურ სცენარში ზრდა 6.9%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამის შესახებ საუბარია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 5.8%-მდე შენელდა, წინა თვის 8.4%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია წინა წლის მაღალი ბაზიდან გამომდინარე. თებერვალში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის და ტრანსპორტის, ხოლო შემცირდა უძრავი ქონების, დამამუშავებელი მრეწველობის და პროფესიული საქმიანობის დარგებში.
ჩვენი საბაზისო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება 2023 წელს, ხოლო პოზიტიურ სცენარში ზრდა 6.9%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუ მიგრაციის ეფექტი ძლიერი დარჩება წლის ბოლომდე“, — აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.