საქართველოს ეკონომიკაში ცირკულირებადი ეკონომიკის წილი 1.3%-ია

საქართველოს ეკონომიკაში ცირკულირებადი ეკონომიკის წილი 1.3%-ია

access_time2023-03-04 11:00:05

ცირკულარული, ანუ წრიული ეკონომიკა ეკონომიკური მოდელია, რომლის მთავარი არსი რესურსების ეფექტიანი გამოყენებისკენ სწრაფვაა მოხმარების შემცირების, გრძელვადიანი გამოყენების, პირველხარისხოვანი რესურსების ფლანგვის შეჩერების, პროდუქტებისა და მათი შემადგენელი კომპონენტების წრიული გამოყენების გზით.

 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკაში ცირკულირებადი ეკონომიკის წილი 1.3%-ია.

 

1.3% დაბალი მაჩვენებელია. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბიზნესი თავისთავად ვერ გადაეწყობა თბილი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე და პროცესში სახელმწიფოს მხრიდან  მხარდაჭერა და ფინანსური ინსტიტუტების დახმარება მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მუშაობს და ფიქრობს, საიდან შეიძლება ამ წყაროს მოძიება.

 

„მწვანე ეკონომიკა უნდა წახალისდეს. სახსრებია მოსაძიებელი, ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმა უნდა შეიქმნას. ვინაიდან ბიზნესი თავისთავად ვერ გადაეწყობა თბილი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე სახელმწიფოს მხარდაჭერის და ფინანსური ინსტიტუტების დახმარების გარეშე. უნდა შეიქმნას მწვანე ეკონომიკის პლატფორმა, როგორც „აწარმოე საქართველოა“. ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, საიდან შეიძლება ამ წყაროს მოძიება. ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი, ან დონორი ორგანიზაცია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძის თქმით, 2022 წელს კომიტეტმა დაიწყო კლიმატის ცვლილების ჩარჩო სრულიად ახალ კანონზე მუშაობა, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით, თუმცა კანონი ჯერ არ მიღებულა.

 

„ეს კანონი დაგვეხმარება უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც პარიზის შეთანხმების საფუძველზე, მოიცავს, მათ შორის, ნარჩენებთან დაკავშირებული ემისიების შემცირებას.

 

ასევე ხაზგასასმელია, კომიტეტის მიერ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად წამოწყებული თემატური მოკვლევა დეკარბონიზაციის შესახებ, რომლის ფარგლებში კომიტეტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდება სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, ნარჩენების სფეროდან მომდინარე ემისიების შემცირების მიზნით, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


 

მწირი დაფინანსების მიუხედავად, საქართველოში ამ მიმართულებით რამდენიმე კომპანია უკვე აქტიურად ოპერირებს. „კომერსანტი“ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

 

„კავკასფექი“ მეორად ბოთლის ფანტელს ამუშავებს და იქიდან იღებს ერთჯერად პლასტმასის კონტეინერებს, რომელსაც ექსპორტზეც უშვებს და საქართველოშიც ყიდის. „კავკასფექს“ პროდუქცია გააქვს აშშ-ში, კანადაში, პანამაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

 

„ჩვენი კომპანია მეორადი გადამუშავებული ბოთლისგან დაახლოებით 60 სხვადასხვა სახეობის პლასტმასის ერთჯერად კონტეინერს აწარმოებს. წელიწადში დაახლოებით 2500 ტონა მეორად ბოთლს გადავამუშავებთ. მიღებული პროდუქციის 50%-ი გაგვაქვს ექსპორტზე და 50%-ს ვყიდით ადგილობრივ ბაზარზე. საექსპორტო ქვეყნებია: აშშ, კანადა, პანამა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი,“ - გვითხრა „ კავკასფექის“ ექსპორტის მიმართულების გაყიდვების ხელმძღვანელმა გურამ მაკაროვმა.

 

„ზერო ეფექტი- ნული ნარჩენის პირველი წრიული პრინციპის სოციალური სივრცეა საქართველოში, რომელიც მოიცავს ნული ნარჩენის მაღაზიას, შემეცნებით აქტივობებს, ძველი ნივთების გაცვლის სივრცეს, მინი მწვანე ბიბლიოთეკას და ნარჩენების შეგროვების პუნქტს.

 

როგორც „ზერო ეფექტის დამფუძნებელმა ანი ჭყოიძემ გვითხრა, სივრცეში მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ და შეიძინონ ეკო მეგობრული ყოველდღიური გამოყენების ფუნქციური ნივთები, რომლებიც ნატურალური ინგრედიენტებით და მასალებით არის შექმნილი, შეფუთული პროდუქტები 100% კომპოსტირებადია სახლის პირობებში, მარტივად გადამუშავდება ან მიღებულია უკვე გადამუშავებული მასალისგან.

 

TRC - საბურავების გადამამუშავებელი კომპანია, რომელიც მეორად საბურავებს ამუშავებს და მისგან რეზინის ფხვნილს და ტექსტილის ბოჭკოს იღებს. TRC-მ 2022 წელს საქართველოში არსებული მეორადი საბურავების 10%-ს გადაამუშავა.

 

კომპანია „ტენე“ საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენებს - ძველ კაბელებს, ცელოფნის პარკებს, პლასტმასის ჭიქებს და თავსახურებს, წყლის დისპენსერის ჭიქებს იბარებს და USB კაბელებს ამზადებს.

 

სოლომონ პავლიაშვილის თქმით, მთავრობა ელოდება, რომ 8 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკაში ცირკულარული ეკონომიკის წილი 7%-მდე გაიზრდება.

 

მანამდე ბიზნესს თბილი ეკონომიკიდან - მწვანე ეკონომიკაზე გადასაწყობად სახელმწიფოს, კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა სჭირდება, რომ ეს გეგმა შესრულდეს.



 მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up