გაზზე მომუშავე მოწყობილობებზე რეგულაციების გადავადება იმპორტიორებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

გაზზე მომუშავე მოწყობილობებზე რეგულაციების გადავადება იმპორტიორებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

access_time2021-06-30 11:00:06

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 2021 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდა, ხოლო უკვე იმპორტირებული დანადგარების ამოყიდვაზე შეზღუდვები საერთოდ მოიხსნა. მიუხედავად შემსუბუქებისა, აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტიორების თქმით, აღნიშნული რეგულაცია მათ ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება აღნიშნული რეგულაციის შინაარსს. კერძოდ, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში წყალგამაცხელებლები და გაზის გამათბობლები, რომელთაც დღეს ბაზრის უდიდესი ნაწილი უჭირავთ, ქვეყანაში ვერ შემოვა და მოსახლეობისთვის გათბობის სისტემების დაყენება ბევრად გაძვირდება.


„კომერსანტი“აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების მიმწოდებელ კომპანიას „ქებულ კლიმატს“ დაუკავშირდა. კომპანიის სადილერო გაყიდვევბის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ გოგოლაშვილი ამბობს, რომ  რეგულაციის გადავადების შემდეგ, დარჩენილ პრობლემურ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრს კომპანიებმა ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.

 

„რეგულაციის ამოქმედების გადავადებასთან ერთად შეიცვალა რეგულაციის შინაარსიც. ის რეგულაცია ითვალისწინებდა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების მთელ ასორტიმენტს, რაც კი საქართველოში შემოდის და უკვე შემოსულია. ახლა ცალსახად განსაზღვრეს,  რომ რეგულაცია არ შეეხება იმ ასორტიმენტს, რაც უკვე საქართველოში ჩამოტანილია  და რაც ჩამოვა 1–ელ სექტემბრამდე. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რაც პრობლემურად მიგვაჩნია და ვთვლით, რომ არ არის მორგებული ქართულ რეალობაზე. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კომპანიების სახელით, მივწერეთ ეკონომიკის მინისტრს და ველოდებით მათგან გამოხმაურებას. სწორედ მათი პოზიცია იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯის განმსაზღვრელი.


თავიდანვე სამი ძირითადი ხარვეზი იყო ამ რეგულაციასთან დაკავშირებით - პირველი იყო ის, რომ  ასეული მილიონი ლარის ინვესტიცია საქართევლში ჩერდებოდა, რადგან რეგულაციის მიხედვით, თუ პროდუქციას არ ექნება b მოდული, რომელივ ძალიან მაღალი სტანდარტისაა, იმ პროდუქციის რეალიზაციის უფლება არ გვექნებოდა.  ასეთი პროდუქცია საქართველოში თითქმის მთელი ასორტიმენტია.  ეს იმას არ ნიშნავს,  რომ ეს პროდუქტი სახიფათა ან უხარისხოა, უბრალოდ ევროპას აქვს იმის ფუფუნება, რომ სტანდარტები ჰქონდეს უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი. საქართველოში ეს სტანდარტი არის ძალიან ძვირი. ჩვენ უკვე შემოტანილი გვაქვს მოწყობილობები და გვიჩერდებოდა პროცესები,  ვითხოვდით მათი რეალიაციის უფლება მოეცათ. ეს საკითხი მოგვარდა, მაგრამ კიდევ დარჩა რაღაც საკითხები.  ასეთია საამწყობრო ნაწილების თემა, სერვისისთვის საჭირო დეტალების იმპორტი. კერძოდ, 10 ათას ლარიანი გამათბობლის ექსპლუატაცია შეიძლება შეაჩეროს, რაღაც 100 ლარიანმა დეტალმა და ამის გამო ახლის ყიდვა მოუწევს მომხმარებელს, რადგან მარეგულირებელი ითხოვს, რომ საამწყობრო ნაწილებზე ყველას გვქონდეს შესაბამისობის დეკლარაცია.  ამას არცერთი ქვეყანა არ ითხოვს მსოფლიოში. გამოდის, რომ სერვისის მიწოდება მომხმარებლისთვის შეუძლებელი გახდება.



რეგულაციების მომხრე ვართ, მაგრამ ის კარგად უნდა იყოს შემუშავებული და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას მორგებული.

ევროპაში წყალგამაცხელებლები არ არის ექსპლუატაციაში, ჩვენთან სულ სხვანაირად დგას საკითხი. რეგულაციით, წყალგამაცლეელებელი ვერ შემოვა, ვერ შემოვა გაზის გამათბობლები, რჩება მხოლოდ ისეთი პროდუქცია, რომელიც არის ძალიან მაღალი სტანდარტის და ღირს მინიმუმ 6000 ლარი, რაც არალოგიკურია მოსახლეობისთვის“,  - ამბობს თენგიზ გოგოლაშვილი.


საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პრინციპების თანახმად, ქვეყნის მთავრობამ 2020 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობის 84-ე დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული დადგენილება რეგულაციაა, რომელიც ასორტიმენტის კონტროლს გულისხმობს. მარეგულირებელ ორგანოში აღნიშნავენ, რომ რეგულაცია გერმანული მოდელის ანალოგია და შესაბამისად აირად საწვავზე მომუშავე პროდუქციაზე გავრცელდება ის ნორმატივები, რაც ევროპას აქვს. იმ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე ტექნიკას აწვდიან, ახლა უკვე 1–ლი სექტემბრიდან მისი აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ.


ბიზნესის მოთხოვნა იყო რეგულაციის გონივრული ვადით გადაწევა, ვინაიდან, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ ჰქონდათ მილიონობით ლარის პროდუქცია დასაწყობებული და თუ სიახლე ძალაში პირველი ივლისიდან შევიდოდა, ისინი მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალზე გავიდოდნენ.


საქსტატის მონაცემებით, ქართული ბაზარი წელიწადში  საშუალოდ 50 000 ცენტრალური გათბობის ქვაბს და 120 000 ბუნებრივ აირზე მომუშავე წყალგამაცხელებელს ითვისებს. ეს პროდუქცია განაწილებულია სხვადასხვა საფასო სეგმენტებად. ევროპული - პრემიუმ, თურქულ-აზიური — საშუალო და აზიური შედარებით ბიუჯეტურ სეგმენტებად მოიაზრებიან. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბაზრის მოთხოვნის ძირითადი წილი სწორედ ბიუჯეტურ და საშუალო სეგმენტზე მოდის, რაშიც მთლიანად შედის წლიური 120 000 ერთეული წყალგამაცხელებელი და ქვაბების სრული წილის 3/4.


კომერსანტი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up