„საქართველოს ეკონომიკის წმინდა დანაკარგი 100-200 მლნ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს“ - ოთარ ნადარაია

„საქართველოს ეკონომიკის წმინდა დანაკარგი 100-200 მლნ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს“ - ოთარ ნადარაია

access_time2022-03-28 15:00:27

„საქართველოს ეკონომიკის წმინდა დანაკარგი, ჩვენი ბოლო შეფასებით, 100-200 მლნ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს“, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


„რუსეთ-უკრაინის ომის წმინდა ეკონომიკური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ჩვენ ყოველკვირეულ მიმოხილვაში გამოვაქვეყნეთ ეკონომიკური ზრდის ორი სცენარი, პირველის შემთხვევაში 2022 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდა 6%-დან 3.5-4.0%-მდე მცირდება და ლარი დოლართან 5%-ით, დაახლოებით 3.15-მდე უფასურდება, ხოლო წმინდა შემოდინებებში დანაკლისი 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით დაახლოებით 400 მილიონ დოლარამდეა, ხოლო 2021 წელთან შედარებით დაახლოებით 170 მილიონი დოლარის გაუმჯობესებას აქვს ადგილი. მეორე სცენარის შემთხვევაში კი ეკონომიკის ზრდა 0.5%-მდეა, წმინდა დანაკარგი სავალუტო შემოდინებებიდან 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით 740-ს, ხოლო 2021 წელთან შედარებით 110 მილიონ დოლარს შეადგენს.


დღევანდელი გადასახედით, როდესაც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ისეთი მძიმე არ არის, როგორი მოლოდინიც გვქონდა, ასევე როდესაც მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე ოპტიმიზმმა შედარებით მოიმატა, რაც მიმდინარე სიტუაციაში სამ ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორზე აისახა, რომლებიცაა რუბლის კურსი და ნავთობისა და ოქროს ფასები. ასევე, რეგიონის სახელწიფო ობლიგაციებზე რისკის პრემია მნიშვნელოვნად შემცირდა, ვვარაუდობთ, რომ პირველი სცენართან უფრო ახლოს ვართ.



1 მილიარდი დოლარის დანაკარგზე საუბარისას, რაც ზოგიერთი წყაროს მიხედვით გაჟღერდა, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ წმინდა დანაკარგზე ვსაუბრობთ, ანუ იმპორტის შემცირების გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანია დანაკლისი 2022 წლის ომამდელ სცენართან განიხილება, თუ 2021 წელთან შედარებით. ამდენად, 1 მილიარდიან დანაკარგს, მითუმეტეს რისი დაკომპენსირებაც არის საჭირო, უარეს სცენარშიც არ ველით. საქართველოს ეკონომიკის წმინდა დანაკარგი ჩვენი ბოლო შეფასებით 100-200 მლნ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან ფულადი გზავნილების შემოდინება მარტში მნიშვნელოვან მდგრადობას ინარჩუნებს, ტურიზმის აღდგენის ტემპმა თებერვლის ბოლოსა და მარტში იკლო, მაგრამ მიგრაციის ეფექტია აქ მნიშვნელოვანი, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია, ამ გზით მიღებული გაწლიურებული შემოსავალი კი დაახლოებით 100-200 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს“,  ამბობს ოთარ ნადარაია.


აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს, ასევე წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაზეც ბიუჯეტი არის დაგეგმილი, შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, ტურიზმის აღდგენა იმ ტემპით, რაც გათვლილი იყო, ვერ მოხდება და ვერც ექსპორტ-იმპორტის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება, ყველა მათგანი საბაზისო სცენართან შედარებით შემცირდება. მინისტრის მოადგილე იქვე დასძენს, რომ დიდი რაოდენობის ვალის აღება იმისათვის, რომ დამატებითი შეღავათები დაუწესდეს ბიზნესს, წელს უკვე შეუძლებელია.


როგორც „კომერსანტს“ ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, მთავრობა აქტიურად მუშაობს და უახლოეს დღეებში უფრო დეტალურად იქნება ცნობილი, თუ რა მიმართულებით და რამდენი იქნება დანაკლისი, ასევე როგორ გეგმავს აღნიშნული მილიარდის შევსებას და როგორ დაკორექტირდება ბიუჯეტი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up