საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა - სად რამდენად ვყიდულობთ დენს

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა - სად რამდენად ვყიდულობთ დენს

access_time2022-06-06 23:00:00

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა. კერძოდ, თუ 2021 წლის აპრილში ქვეყანამ ერთი კვტ/სთ დენი საშუალოდ 6 ცენტად იყიდა, წელს აპრილში გადახდილი თანხის მოცულობამ 7 ცენტი შეადგინა.


უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით 2021 წლის აპრილში საქართველომ აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში ჯამში 259.600 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, აქედან - თურქეთში - 50.065 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანში კი 36.153 მლნ კვტ/სთ. რაც შეეხება რუსეთს, შარშან აპრილში საქართველოში ჩრდილოეთიდან 173.382 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 170.643 მლნ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. (აფხაზეთისთვის იმპორტის თანხას საქართველოს არ იხდის). შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას რუსული დენის მხოლოდ მცირე ნაწილი - 2.739 მლნ კვტ/სთ მოხმარდა. საბოლოო ჯამში, შარშან აპრილში საქართველომ 88.957 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, რაც 4,397 მლნ დოლარი დაიჯდა, კილოვატის საშუალო ღირებულება კი 5 ცენტი იყო.


რაც შეეხება 2022 წლის აპრილს, წელს იმპორტირებული იქნა 70.611 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, ჯამში 4,275 მლნ დოლარის ღირებულების, საშუალო ფასი კი 6 ცენტი იყო. შესყიდული ელექტროენერგიის უდიდესი წილი მოვიდა რუსეთზე, კერძოდ, წელს აპრილში საქართველომ რუსეთში იყიდა 69,803 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, 4,217 მლნ დოლარის ღირებულების, ერთი კილოვატი საშუალოდ კი 6 ცენტი დაუჯდა, აზერბაიჯანში შესყიდულ 0,808 მლნ კვტ/სთ-ში კი 56,5 ათასი დოლარი გადაიხადა, ერთი კილოვატი საშუალოდ 7 ცენტად. აღსანიშნავია, რომ წელს აპრილში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მოხმარდა და აფხაზეთს არ მიწოდებია.



ცნობისათვის, იმპორტირებული დენის ფასი შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან. ზემოთ აღნიშნული მონაცემი, ანუ ტარიფი გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლიდან და არ ასახავს დღის/ღამის და უქმეების ტარიფს.


ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მთავარი იმპორტიორები მეზობელი ქვეყნები - რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია.


bpn.ge

თეგები:
იმპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up