საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივი წევრი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივი წევრი გახდა

access_time2021-12-14 12:10:00

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმომწერი და IOSCO - ს მუდმივი წევრი გახდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 



„IOSCO - ს მუდმივი წევრობა ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ინვესტორების ნდობისა და ინტერესის ზრდას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ - მეორე მხრივ კი, აამაღლებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის რეპუტაციას. ამასთან, IOSCO - ს მუდმივი წევრობა გააფართოებს საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის შესაძლებლობას, ხოლო ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნების რეგულატორებთან ურთიერთთანამშრომლობისა და შესაბამისი ინფორმაციის მიმოცვლის მეშვეობით, კაპიტალის ბაზრის ეფექტიანი ზედამხედველობა უზრუნველყოს.



IOSCO - ს მუდმივი წევრობის მთავარ წინაპირობას კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებსა და IOSCO - ს საყოველთაოდ აღიარებულ რეგულირების პრინციპებთან დაახლოება წარმოადგენს; აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს პირველი თაობის“ რეფორმაზე, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა 2018 წლიდან დაიწყო - მას შემდეგ რაც საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO - ს ასოცირებული წევრი გახდა:



2016 წელს ამოქმედდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ შესახებ საქართველოს კანონი და შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. კანონმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობის სტანდარტებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.




2018-2021 წლებში ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების დონისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ფასიანი ქაღალდების ემისიის, შუამავლებისა და ბაზრის ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩო;



2020 წელს, ძალაში შევიდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს:



„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს განახლებული კანონი და კანონქვემდებარე მარეგულირებელი აქტები, რომლებიც ფარავს ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის, ინსაიდერული ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებულ საკითხების; „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი და მარეგულირებელი აქტები, რომლებიც აწესრიგებს საქართველოში საინვესტიციო ფონდების და აქტივების მმართველი კომპანიების დაარსების, მართვისა და საქმიანობის პრინციპებს.



ამავე რეფორმის ფარგლებში, საზედამხედველო წნეხისგან გათავისუფლდა 90-იან წლებში პრივატიზებული არაერთი საწარმო და, IOSCO - ს სტანდარტებთან შესაბამისობით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც კაპიტალის ბაზრის საზედამხედველო ორგანოს უფლებები და მოვალეობები. ამასთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ცალკეული სექტორების განვითარების ხელშეწყობის მიზნით (მ.შ. სეკურიტიზაციის და უზრუნველყოფილი ობლიგაციების ჩარჩო), კანონმდებლობის დახვეწის პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.



ეროვნული ბანკის IOSCO - ს მუდმივ წევრად მიღება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ განხორციელებული "პირველი თაობის" რეფორმის შედეგად, საქართველოში კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა, რაც ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუმცა არასაკმარის წინაპირობას წარმოადგენს.



უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება, განსაკუთრებით მცირე ზომის ქვეყნებისთვის, საკმაოდ კომპლექსური პროცესია და საჭიროებს ეფექტიან კოორდინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up