საქართველოს ეროვნული ბანკის საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით

access_time2020-05-16 14:33:14

COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ის) პროგრამის გაფართოება და სავალუტო ინტერვენციების ახალი მექანიზმის ამოქმედება.  
 
დროებითი საზედამხედველო გეგმა გულისხმობს საბანკო სექტორის კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების გამოყენებას ფინანსური სტრესის პერიოდში. ეს ნიშნავს არსებული კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების შემცირებას, რაც საბანკო სექტორს საშუალებს მისცემს ამ ბუფერების საშუალებით პოტენციური ზარალები გაანეიტრალოს და განაგრძოს ნორმალური ბიზნესსაქმიანობა და რეალური ეკონომიკის დაკრედიტება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად თანდათანობით გროვდებოდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები:

ლიკვიდური სახსრების მიწოდება
 
 საბანკო სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა სვოპ ოპერაციები, რითაც სისტემას აწვდის ლარის ლიკვიდობას. ამ ოპერაციების მიზანია სისტემაში ლიკვიდობის რისკის შემცირება, რათა ლიკვიდობის რისკი არ გახდეს ეკონომიკის დაკრედიტების შემაფერხებელი ფაქტორი. 200 მლნ აშშ დოლარის სვოპ ინსტრუმენტი ბანკებს შორის მათი საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ბანკებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მუდმივმოქმედი სვოპ ინსტრუმენტი, რაც საშუალებას აძლევს ბანკებს მიიღონ ლარის საჭირო ლიკვიდობა უცხოური ვალუტის სანაცვლოდ საჯარიმო საპროცენტო განაკვეთით.

 2020 წლის 1 - ლი მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, ბანკებს შეუძლიათ ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა მათი საშუალებით დაიცვან. აღნიშნული კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის საშუალებით მყისიერად, დაბალი დანახარჯებითა და დამატებითი რისკების აღების გარეშე მიიღოს ლარის რესურსი.საჭიროებისამებრ, ბანკები ლარის რესურსს სვოპ ოპერაციების გამოყენებით მიიღებენ.

 ეროვნული ბანკი ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლს საქართველოს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური სერვისების მიწოდების კუთხით. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდობის მხარდაჭერას "სვოპ" ოპერაციებით (200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით) უზრუნველყოფს. ისევე როგორც ბანკების შემთხვევაში ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტებისათვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით.

 ეროვნული ბანკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის, რაც საშუალებას აძლევს EBRD-ს  ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსება გაზარდოს. სესხები ეროვნულ ვალუტაში ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის, დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში. მხარეებმა პირველი გარიგება 2020 წლის 24 აპრილს დადეს.

 სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა 4 ინტერვენცია, საერთო ჯამში, 120 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. 

 დღეის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მთლიანი სავალუტო რეზერვები, 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლებში რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია. წლის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული ფინანსური დახმარება ასევე შეავსებს საერთაშორისო რეზერვებს და გაზრდის ეროვნული ბანკის შესაძლებლობას სავალუტო ინტერვენციების გზით მიაწოდოს საჭირო უცხოური ვალუტა ბაზარს.


საზედამხედველო ღონისძიებები 

 კომერციულ ბანკებს შეუმსუბუქდათ კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას. აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიიმართოს პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად. 

 კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზეს, აღნიშნული საშეღავათო პერიოდის შეთავაზებულ აქციებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეარბილა საზედამხედველო მოთხოვნები, რათა მოქალაქეებისათვის ვალდებულებათა გადავადების პროცესში ბანკებს მაქსიმალური მოქნილობა ჰქონოდათ, აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი. 

 2020 წლის ივნისში ასამოქმედებელი "რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება" 1 წლით გადაავადდა. აღნიშნული საშუალებას მისცემს ბანკებს არ შეწყვიტონ რეალური ეკონომიკის დაკრედიტება მკაცრი ლიმიტებით და განაგრძონ აქამდე არსებული წესების ფარგლებში მუშაობა. აღსანიშნავია, რომ დებულების ივნისში ამოქმედებისა და შესაბამისად, ლიმიტების საზედამხედველო კაპიტალის ნაცვლად, პირველად კაპიტალზე გაანგარიშების შემთხვევაში, 5 ბანკს ერღვეოდა ტოპ 1 მსესხებელთა ჯგუფის 25%-იანი ლიმიტი, რაც ჯამურად 109 მლნ ლარს შეადგენს. 

 ეროვნულმა ბანკმა შეაჩერა ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ადგილზე შემოწმება (გარდა ფულის გათეთრების კუთხით მიმდინარე შემოწმებებისა, რომლებიც ამ ეტაპზე, დისტანციურად მიმდინარეობს). გამარტივდა დაკრედიტების პროცედურები, რის მიხედვითაც დროებით არ მოითხოვება უძრავი ქონების შეფასება ადგილზე მისვლის გზით. შერბილდა მოთხოვნა ფინანსური უწყისების განახლებასთან დაკავშირებით.

 ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე გამოცხადდა დროებითი მორატორიუმი, რათა ბანკებს საშუალება ჰქონდეთ რესურსების მაქსიმალური მობილიზება არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ გააკეთონ.

 მიმდინარე შოკის გავლენიდან გამომდინარე (მაგ. კურსის გაუფასურება, რეზერვები/ზარალები), საქართველოს ეროვნული ბანკი არ გამოიყენებს საჯარიმო სანქციებს. აღნიშნული ეხება მხოლოდ ეკონომიკური ლიმიტების (კოეფიციენტების) დარღვევას და არ ეხება სხვა ტიპის საკანონმდებლო დარღვევებს.

 ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ანგარიშგების წარდგენის ვადამ ორი თვით, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაწია, რაც მათი საქმიანობის აღდგენის ვადის გახანგრძლივებითაა განპირობებული. ასევე, 45 დღით (მიმდინარე წლის 30 ივნისამდე) გახანგრძლივდა ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა.

 შემუშავდა და დამტკიცდა ახალი წესი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს თანხა ბანკომატის გარდა გაანაღდოს სავაჭრო ობიექტების (აფთიაქი, სურსათის მაღაზია) POS ტერმინალებიდანაც.

სხვადასხვა 
 
 ეროვნული ბანკი, მიმოქცევიდან შემოსულ ვარგის ბანკნოტებს, მიმოქცევაში ხელახლა გაშვებამდე, საცავში რამდენიმე კვირის განმავლობაში აყოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკნოტები/მონეტები ვირუსის გავრცელების უფრო ძლიერი წყაროა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ზედაპირი, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები ეხებიან. ცენტრალური ბანკი აკვირდება ქვეყანაში და ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ეცნობა კვლევებს იმის შესახებ, ხდება თუ არა ბანკნოტების/მონეტების  საშუალებით ვირუსის გავრცელება. ასევე დამატებითი განსაკუთრებული რეჟიმია, სასაზღვრო და კარანტინში მყოფი რეგიონებისათვის. ამ კუთხით, სებ-ი ახორციელებს შესაბამის ზომებს, რომ დაიცვას როგორც ეროვნული ბანკის, ასევე, კომერციული ბანკების თანამშრომლები.

 საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების ჩართვაც, რაც საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო რესურსებთან. ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს, კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს.

 მუშაობა შეწყვიტა ფულის მუზეუმმა ყვარელში. ამ ეტაპზე  ასევე შეჩერებულია ფულის მუზეუმის ელექტრონული მაღაზიის ფუნქციონირება. 

ეროვნული ბანკი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, მუდმივ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან და საჭიროებისამებრ განაგრძობს საგანგებო ღონისძიებების გატარებას.  


გაფრთხილება/რეკომენდაცია!
 
 საგადახდო ტექნოლოგიების კუთხით, საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში.  გადახდებისა და საბანკო სერვისების მიღების საკმაოდ მრავალფეროვანი საშუალებები არსებობს: (უკონტაქტო ბარათები, მობილური საფულეები, გადახდის სამაჯურები, შტრიხ კოდები, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ტელეფონ ბანკი და ა.შ. სერვისების გამოყენება შესაძლებელია ნაღდ ფულთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე. გარდა იმისა, რომ ეს სერვისები ჩვეულებრივ დროსაც უფრო მოსახერხებელია, მათი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები.

 ამავდროულად, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტსივრცეში გამოყენებისას.

 ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვისცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. უზრუნველყონ მათი პერსონალის მაქსიმალური დაცვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up