საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკრაინის ეროვნულ ბანკთან და IFC-ისთან ერთად მდგრადი დაფინანსების შესახებ ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკრაინის ეროვნულ ბანკთან და IFC-ისთან ერთად მდგრადი დაფინანსების შესახებ ღონისძიებას უმასპინძლა

access_time2020-12-23 17:50:30

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და IFC-ის მიერ მხარდაჭერილ მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით უკრაინის ეროვნულ ბანკთან ცოდნის გაზიარების ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაში ცენტრალური ბანკების როლის განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

ეროვნული ბანკი SBN-ში 2017 წლის სექტემბერში გაწევრიანდა და მას შემდეგ მდგრადი დაფინანსების სხვადასხვა პროექტების ფარგლებში SBN-თან წარმატებით თანამშრომლობს. საქართველოს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაში უმთავრეს ნაბიჯს 2019 წლის აპრილში IFC-თან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის გამოქვეყნება წარმოადგენდა. IFC-თან თანამშრომლობით ასევე განხორციელდა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში. ამჟამად, ეროვნული ბანკი SBN/IFC-თან ერთად საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის შემუშავებაზე მუშაობს. აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრება მწვანე, სოციალური და მდგრადი პროექტები, აქტივები და სექტორები, რაც საქართველოში მდგრადი ინვესტიციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

ღონისძიება საქართველოს და უკრაინის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებსა და IFC-ის რეგიონალურ (ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა) მენეჯერ, ჯეისონ პელმარს, შორის დიალოგით დაიწყო. საუბარი მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობას და ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლს შეეხო, კერძოდ, კი ფინანსური სექტორის მხარდაჭერას ESG რისკების მართვასა და ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში. ამასთან, ხაზი გაესვა თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას.

„ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების პროცესში, IFC-ის მხარდაჭერამ და SBN-ის სხვა წევრებთან ცოდნის გაზიარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შესაბამისად, ჩვენც გვსურს SBN-ის სხვა წევრებს დავეხმაროთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ მათ, ვინც მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.


„უკრაინის ეროვნული ბანკი მდგრადი ფინანსური ბაზრების მშენებლობის გლობალურ პროცესს ახლა უერთდება. მწვანე ინვესტიციები და ასევე, ისეთი ახალი ფინანსური პროდუქტების განვითარება, რომლებსაც დადებითი გავლენა აქვთ კლიმატზე, ქვეყნების პრიორიტეტი ხდება. ჩვენც ვუერთდებით გლობალურ ტენდენციებს. მდგრადი საბანკო ქსელის წევრებთან თანამშრომლობა უკრაინაში „მწვანე დაფინანსების“ განვითარების გზამკვლევის შემუშავებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კირილო შევჩენკომ.

ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩო წარმოადგინა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ღონისძიება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების პროცესის, მასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვით დასრულდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up