მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის მიღება - ფერმერთა ასოციაცია ე.წ. აგენტების კანონზე

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის მიღება - ფერმერთა ასოციაცია ე.წ. აგენტების კანონზე

access_time2023-03-06 15:00:07

„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულია სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, იქნება ეს ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფითა თუ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის გზით“, - აცხადებენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.


ფერმერების თქმით, ამ სიკეთეებზე უარის თქმით, ამაო გახდება ის ძალისხმევა რაც წლების განმავლობაში დარგში მომუშავე უწყებებმა, მათ შორის სამთავრობომ, გაიღეს დარგის განვითარებისთვის, იმ რეფორმების ფარგლებში, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა უნდა იყოს.


„თებერვალში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა პარლამენტში ორი კანონის პროექტი დაარეგისტრირეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.  აღნიშნულ კანონპროექტებს ძალიან მკაცრი შეფასება მოჰყვა საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლელი მეგობრების და დონორების მხრიდან (გაერო, ევროკავშირი, აშშ და სხვა). შეგახსენებთ, რომ ათეული წლებია რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო) ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში“, - აცხადებენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.



ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული საქართველოს ფერმერთა ასოციაციის განცხადებას ხელს 24 სუბიექტი აწერს.


„ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით ფერმერთა სათათბიროს წევრი დარგობრივი ასოციაციები, გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის მიღება“, აღნიშნულია ფერმერთა ასოციაციის განცხადებაში.


ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“
2. საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია
3. ,,საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია’’
4. ,,საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრი’’
5. ,,საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაცია’’
6. ,,ორგანული აქვაკულტურის ასოციაცია ფორეჯი’’
7. აგროდუო’’
8. „კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია’’
9. ,,გაერთიანება ქართული ხორბალი’’
10. ,,საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია’’
11. ,,საქართველოს მერძევეობის ასოციაცია’’
12. ,,ასოციაცია ტყის პროდუქტი’’
13. ,,მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია’’
14. ,,მომავლის ფერმერი’’
15. ,,ხილ–კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაცია’’
16. ,,ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია’’
17. ,,ღვინის ოსტატები’’
18. “საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაცია”
19. “ექსპორტის განვითარების ასოციაცია“
20. „საქართველოს მეხილეობის ასოციაცია“
21. „საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია“.
22. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
23. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
24. ,,საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up