„საქართველოს ფოსტა“ და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის ხელშეწყობისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით კომპანიის მიერ დანერგილი სერვისები და პროდუქტები

„საქართველოს ფოსტა“ და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის ხელშეწყობისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით კომპანიის მიერ დანერგილი სერვისები და პროდუქტები

access_time2021-02-19 11:42:10

 „საქართველოს ფოსტა“ საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით, საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული და ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებშიც კი, კომპანიამ, როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეუზღუდავად შესთავაზა საფოსტო/საკურიერო მომსახურება, შეუფერხებლად განახორციელა საერთაშორისო ფოსტის ცვლის პროცესი და კრიზისულ სიტუაციაში შეინარჩუნა არსებული საერთაშორისო მიმართულები.

 

 „საქართველოს ფოსტამ“ კრიზისის პირობებში მოახდინა რიგი მომსახურებების ადაპტირება არსებულ გამოწვევებზე და საფოსტო/საკურიერო მომსახურების უწყვეტად მიწოდების მიზნით ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე მორგებული ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნა, კერძოდ:

 

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით “საქართველოს ფოსტამ” შეცვალა გზავნილთა ჩაბარების ფორმატი. თანამშრომლები გზავნილების ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფენ ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე.

 

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “საქართველოს ფოსტამ” უმოკლეს ვადაში შექმნა ახალი მომსახურება „სახლიდან სახლში“, რომელიც  მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად მიიღონ საფოსტო მომსახურება ქვეყნის შიდა გზავნილებზე და ამავდროულად დაიცვან რეკომენდაცია „დარჩით სახლში“, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

 

ასევე, საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით იყო განპირობებული. საქართველოს ფოსტამ მოახდინა სერვისების სრული ადაპტაცია ელექტრონული კომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციისა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით შექმნა კიდევ ერთი სრულიად ახალი პროდუქტი „კორპორატიული საკურიერო მომსახურება“, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს ქვეყნის მასშტაბით.

 


აღსანიშნავია, რომ „კორპორატიული საკურიერო მომსახურებით“ დაინტერესებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს „სახლიდან სახლში“ („Door to Door Delivery“) სერვისით. ასევე,  შეძენილი ნივთის ღირებულების გადახდაიხადოს ადგილზე („Cash on Delivery“), როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 

 

დამატებით, ელექტრონული კომერციის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ფოსტამ შექმნა შემდეგი ახალი პროდუქტები: „მალეო კორპორატიული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს ელექტრონული კომერციით მოვაჭრე ორგანიზაციების მიერ მალეოს საშუალებით შეძენილი პროდუქტის შემოტანას საქართველოს ბაზარზე და „სახმელეთო ამანათი კორპორატიული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს სახმელეთო მომსახურების საშუალებით  პროდუქტის ექსპორტზე გატანას.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს შეიქმნა პროდუქტი მალეოს მობილური აპლიკაციები (IOS, ANDROID), რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ განხორციელდა საკურიერო სერვისის ინტეგრაცია პორტალთან www.eauction.ge და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა მხარდაჭრის მიზნით „საქართველოს ფოსტამ“ სადაზღვეო კომპანია იმედი L-თან ერთად შექმნა სადაზღვეო პროდუქტი „მარტივი დაზღვევა“, რომელიც გულისხმობს ექსკლუზიურად „საქართველოს ფოსტის“ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაზღვევას განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობებით.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, კომპანიაში დასაქმებულია 2 100-ზე მეტი თანამშრომელი. “საქართველოს ფოსტა” მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს და დღეს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური განათლების მხარდაჭერის მიზნით და თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საქართველოს ფოსტამ პანდემიის პერიოში შექმნა ონლაინ სწავლების პლატფორმა Moodle.

 

მნიშვნელოვანია, რომ თანამოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიოში არსებული პანდემიის მიუხედავად, „საქართველოს ფოსტამ“ შეძლო ზედმიწევნით შეესრულებინა დასახული მიზანი გაეხადა ურთიერთობა ხელშესახები. „საქართველოს ფოსტის“ კამპანიამ - „გააგზავნე საქართველოს ფოსტით“, ოთხი კონტინენტი, 38 ქვეყანა მოიცვა და საქართველოს მონატრებულ უამრავ ადამიანს გაუხარა გული. ამასთანავე, „საქართველოს ფოსტის“ აღნიშნულმა კამპანიამ კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს ქართული სტუმარ-მასპინძლობის უნიკალურობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოკლე ვიდეოებს აგზავნიდნენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს უყვებოდნენ თუ რა უყვართ, აინტერესებთ ან  ენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში. პასუხად  თანამოქალაქეებს შეეძლოთ ჩანაწერების ხილვა, ადრესატების არჩევა და მათ სურვილებზე მორგებული, ამანათში ჩატეული საქართველოს გაგზავნა.

 

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, „საქართველოს ფოსტა“ აქტიურად მუშაობს, როგორც არსებული სერვისების განვითარების მიმართულებით, ასევე ახალი სერვისების დასანერგად. მიმდინარე ეტაპზე ფოსტა ორიენტირებულია ციფრული სერვისების განვითარებაზე.

 

საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up