„საქართველოს ფოსტა“ კვლავ განაგრძობს ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას უკრაინის მიმართულებით. ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებადა „საქართველოს ფოსტის“ მიერ უკრაინაში გაგზავნა.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ 28 თებერვლიდან 1 მაისამდე მოქმედი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა სერვისცენტრებიდან ფიზიკური პირების მიერ ჰუმანიტარული ამანათების გაგზავნას, უკრაინის მიმართულებით გაიგზავნა 30 ტონამდე ამანათი.
ფიზიკურ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაგზავნონ ჰუმანიტარული გზავნილები უკრაინის მიმართულებით, მხოლოდ ნაცვლად „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებისა, მიმართონ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არსებულ შემკრებ პუნქტებს. ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთს „საქართველოს ფოსტა“ გააგზავნის უკრაინის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ფოსტის “Ukrposhta”- ის ინფორმაციით, 20 აპრილის მონაცემების თანახმად, ფოსტისმეშვეობით მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები პროდუქტი, პირველადი სამედიცინო დანიშნულებისპრეპარატი, ტანსაცმელი) რაოდენობის მიხედვით, „საქართველოს ფოსტა“ 520 ტონაზე მეტი ტვირთითკვლავ პირველ ადგილზე.
ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც არის, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევსსაშუალებას უფასოდ გაგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველადრესატებთან. საქართველოს მოჰყვება რუმინეთი 80 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთით, ბელგია 80 ტონით დაა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარულ ტვირთში არ იგულისხმება სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული ტექნოლოგიური,სამშენებლო და სხვა დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთითებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოსმასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა.
უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა,თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო,რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქციაუკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა.
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, “საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.
ასევე, “საქართველოს ფოსტის” თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის “Ukrposhta” თანამშრომლებს, სოლიდარობისნიშნად, გაუგზავნეს ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები.
(R)