მიმდინარე წლის 16 იანვარს,“საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევანჩიკვაიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილღო ნისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ყუბუსიძე, “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური და სამეცნიეროწრეების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
ღონისძიების ფარგლებში, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევანჩიკვაიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
(R)