საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

access_time2021-01-13 15:40:00

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.



ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.



ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, ახალი კორონავირუსით (COVID – 19) გამოწვეული პანდემიის გამო საქართველოს პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამართალწარმოების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და უწყვეტ რეჟიმში განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში დისტანციური სამართალწარმოების მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ასევე, დისტანციურად განხორციელდა პროკურატურის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა.



ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორისგან მოისმინეს პროკურატურის, როგორც საგამოძიებო და საპროკურორო ზედამხედველობის უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შედეგები.



ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ცალკეულ დანაშაულებებზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მოტივაციის გაძლიერება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები.



„უკანასკნელი წლების განმავლობაში უწყებამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვის მიზნით, რომლის მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენებაა. ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მაჩვენებელი“ -აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.




როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში. პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ასევე ისეთ დანაშაულებთან ბრძოლა, როგორიც არის: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული, კორუფციული დანაშაული, სამოხელეო და ტრანსნაციონალური დანაშაულები, ასევე, ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეები. ამ პროცესში, ბუნებრივია, უპირველეს საზრუნავს დაზარალებულთა უფლებების დაცვა და სამართალწარმოების პროცესში მათი სათანადო ჩართულობა წარმოადგენს.



„პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე. ასევე გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.



როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურისთვის ასევე ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. მისი თქმით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების 4 სასწავლო კურსი გაიარეს. 2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 224 პირის მიმართ დაიწყო.



ასევე, გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გატარებულ არაერთ ღონისძიებაზე ისაუბრა.



ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურაში დანერგილ სიახლეზე, თანამშრომელთა რანგირების სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.



როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რანგირებას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ექვემდებარებიან და მისი მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგმვა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. 2020 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორსა და გამომძიებელს საწყისი - მესამე რანგი მიენიჭა.



ირაკლი შოთაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, სამი წლის ვადით დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მეკავშირე პროკურორი EUROJUST-ში.



„2020 წლის განმავლობაში მეკავშირე პროკურორმა დიდი ძალისხმევა გასწია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვის კუთხით. შედეგად, საქართველოს საგამოძიებო უწყებების წარმოებაში არსებულ არაერთ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეზე მეკავშირე პროკურორის ჩართულობით, უზრუნველყოფილ იქნა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებიდან საჭირო მტკიცებულებების სწრაფად და ეფექტიანად მოპოვება“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



გენერალურმა პროკურორმა გასულ წელს უწყებაში დანერგილი ციფრული პროდუქტების და ანალიტიკური კვლევების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით 2020 წელი საქართველოს პროკურატურისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო, ვინაიდან მოკლე დროში უწყებამ არაერთი ციფრული პროდუქტი დანერგა და საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები ჩაატარა.



ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე უწყების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებში 2021-2025 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შემუშავება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, აღდგენითი მართლმსაჯულების მხარდაჭერა, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შედის. ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up