საქართველოს აქვს დიდი ფესტივალების მასპინძლობის პოტენციალი -  კახა  კანდელაკი

საქართველოს აქვს დიდი ფესტივალების მასპინძლობის პოტენციალი - კახა კანდელაკი

access_time2022-06-09 18:00:58

“საქართველოს აქვს იმის  პოტენციალი, რომ რეგიონში დიდი  ფესტივალების ქვეყანა იყოს, რისი წინა პირობაც მისი ფესტივალების ისტორიაა“ -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“  ისთერნ ფრომოუშენის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. მისი თქმით პირველი ჯაზ და როკ ფესტივალი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო თბილისში.


„1978 წელს იყო პირველი  ჯაზ  ფესტივალი, იმ დროინდელი  საბჭოთა კავშირის არც ერთ ქვეყანაში ამ დონის ფესტივალი არ  ჩატარებულა, 15 რესპუბლიკიდან  დაახლოებით 22 კოლექტივი ჩამოვიდა , ეს  ამბავი მაშინ წარმოუდგენელი იყო.

 

ამ ყველაფრის ორგანიზატორი და იდეის  ავტორი იყო  მამაჩემი გაიოზ კანდელაკი და მისი ნატვრა იყო მსგავსი ფესტივალის ჩატარება,  25 წლის იყო, როდესაც მეგობრებთან ერთად გაიტანა ეს თემა და შემდეგ სასწაული მოხდა და 1980 წელს პირველად და უკანასკნელად  ჩატარდა როკ ფესტივალი და ვინც იმ დროს ვინც ვარსკვლავად ითვლებოდა, დაწყებული ddt - დან  დამთავრებული „მაშინა ვრემენით“  აქ ჩამოიყვანა. იმ პერიოდში როკს  დიდად არ  სწყალობდნენ, ამიტომ ფესტივალისთვის როკ ფესტივალი არ დაარქმევინეს და „ვესიოლიე რიტმი“ დაერქვა, თუმცა ყველამ  იცოდა, რომ როკ ფესტივალი  იყო და ყველა ანსამბლიც მაგ  ეგიდით  ჩამოვიდა, საუბრებშიც  როკს  ახსენებდნენ.  შემდეგ ეს  გაგრძელდა 1989  წლამდე, სადაც საერთაშორისო ჯგუფები,  ევროპელები და  ამერიკელები  ჩამოვიდნენ , რაც წარმდგენელი ამბავი  იყო,  საბჭოთა  კავშირის  დროს ჩამოსული 150 ამერიკელი მუსიკოსი  იყო “. -  აღნიშნა კახა კანდელაკმა.

 

კანდელაკის თქმით ამ ფესტივალის დაფუძნებამ  დაამკვიდრა ის, რომ საქართველოს შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, საქართველოს შესახებ იბეჭდებოდა ისეთ ჟურნალებში როგორიცაა “ბილბორდი“ „როლინგ სტონები“ მისივე  თქმით, საძიებო სისტემაში რომ ჩაწერო ჯაზი საბჭოთა კავშირში პირდაპირ თბლსი ვარდება.

 

კანდელაკის თქმით, თავიდან ძალიან რთული იყო ვარსკვლავების საქართველოში ჩამოსვლაზე დათანხმება, რადგან ამ ვარსკვლავებმა არ იცოდნენ თუ სად მოდიოდნენ,  მისივე თქმით მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანა დიდ  თანხებთან იყო დაკავშირებული, რასაც  ევროპისგან განსხვავებით საქართველო ვერ  სთავაზობდა. ამის  გარდა  იყო პრობლემები განთავსების მხრივაც, რადგან მაშინდელი სასტუმროები მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.


 

“მსოფლიოს ვარსკვლავებს ერჩივნათ, რომ წყნარ და  დალაგებულ  ქვეყანაში ვიზიტს  დასთანხმებოდნენ, ჩარტერით  ჩამოსულიყვნენ და გადაჯდომა  არ დასჭირვებოდათ,   გამომდინარე  იქიდან რომ  საქართველოში შესაბამისი  პირობები  არ  იყო,  ფრენები კვირაში ერთხელ იყო,   ვარსკვლავებს  აქ  ჩამოსვლაზე ვერ  ვითანხმებდით და ამისთვის წლები დაგვჭირდა.  მაგალითად  ერთ-ერთი  ასეთი  ჯაზის შემსრულებელი მარკუს  მილერი იყო,  სადღაც  6-7  წელი ვიმუშავეთ იმისთვის,  რომ აქ ჩამოსვლაზე  დაგვეთანხმებინა. 2000  წლიდან  დღემდე 25 ფესტივალი თბილისში ჩავატარეთ. 

 

მთელ მსოფლიოში ყველა  დიდი  ქალაქი, რომელიც  თავს მეგაპოლისად  თვლის ცდილობს, რომ ჯაზფესტივალი ჩაატაროს,  თბილისი  ჯაზფესტივალმა კიდევ  ერთი  ვარსკვლავი  აჩუქა თბილისს, როდესაც  შენ  ქვეყანაში მაღალი დონის ვარსკვლავი ან მუსიკალური ჯგუფი ჩამოგყავს  ეს  ქვეყნის  ძალიან დიდ პლუსად აღიქმება. ბევრმა  საქართველო სწორედ მუსიკის  გამო გაიცნო  იყო ეს  თბილისი  ჯაზფესტივალის, ბათუმის  ჯაზფესტივალის თუ სხვა ფესტივალის დამსახურება“ -  აღნიშნა კახა  კანდელაკმა.

 

კახა კანდელაკმა აღნიშნა, რომ თბილისის  ჯაზფესტივალმა ,  ბევრი  სხვა  ფესტივალი  გააჩინა და ის რომ არ ყოფილიყო,არც black sea festival იარსებებდა და არც სხვა.

 

“ჩვენმა  კომპანიამ  შეძელით,  რომ კლუბებით დავიწყეთ და სტადიონები გავავსეთ, რომელიც რეგიონში ძალიან პოპულარული იყო.  2016 წელს  გვყავდა  maroon5  ,   მერე  იყო  დიდი  ჯაზ  ფესტივალი ,ბათუმში რომელიც 10 დღე გაგრძელა,  ბათუმი  უფრო  ტურისტებზეა  გათვლილი და  ჩამოგვყავს  ისეთი ლეგენდები,  რომელიც  ნატვრად ჰქონდათ არამარტო ქართველებს, არამედ ევროპელებს.   2016 წელს quency Jones ჩამოვიყვანეთ, ეს მუსიკოსი მოწვევით არ დადის და თვითონ  ირჩევს თუ  სად  წავიდეს. იმ პერიოდში მას დაჰყვებოდა  ნეტფლიქსის  გადამღები  ჯგუფი რომელიც  მასზე ათი წლის განმავლობაში დოკუმენტურ ფილმს იღებდა და ამ ფილმის საბოლოო ვერსიაში მოხვედრილია ბათუმის კადრები, ეს  ფილმი ოსკარზეც  იყო წარდგენილი და იქ გამოჩნდა ბათუმის  კადრები,  ფილმში არის  ასეთი მომენტი, როდესაც თვითმფრინავი ეშვება და ეკრანზე ეწერება republic of  Georgia. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ელტონ ჯონს ორადორი კონცერტი ჰქონდა და ესეც გურიაში ჩატარდა და  ამ დროს მის  კონცერტზე  40% ევროპიდან იყო ჩამოსული.


თბილისი  ჯაზფესტივალმა,  არენა  ფესტივალმა,  ბათუმის  ფესტივალმა და ზოგადად  A კლასის  შოუებმა მოიტანა  ის, რომ საქართველოს ნებისმიერი  ფესტივალის  ჩატარება  შეუძლია, ეს  ძალიან  რთული  გასაკეთებელია და  ყველა  მათგანი “ისთერნ  ფრომოუშენის“  გაკეთებულია და  ყველაზე კარგი რაც მოხდა  ამ  ფესტივალებზე მუშაობის დროს არის ის, რომ ასობით ქართველი მუშაობდა უცხოელებთან ერთად და ფაქტობრივად  მათ  ამ მიმართულებაში გაიარეს  ოქსფორდი.  რაც შემდეგ შემდეგ სახელმწიფოსაც  გამოადგა , რადგან იგივე  ადამიანების ორგანიზებით ტარდება  26 მაისის ღონისძიება ,  ახალი  წლის  საღამოები და  ა.შ“. -  აღნიშნა კახა კანდელაკმა.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე 

 


თეგები:
კანდელაკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up