საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა

access_time2022-09-26 19:00:00

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილე ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა და აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


„ჰააგის პროკურორის მოადგილესთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზად არის, 2008 წლის ომის გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან. ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე.


რატი ბრეგაძემ ნაზატ შამიმ ხანთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ უკვე დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა; ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა და წამება; არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.



საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ, სტრასბურგის სასამართლოს კვალდაკვალ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოც, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარ ფაქტებს, შესაბამის სასჯელს დააკისრებს ყველა დამნაშავეს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენის პროცესში.


შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და თანმიმდევრული სტრატეგიული სამართალწარმოება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. იუსტიციის სამინისტრო, როგორც საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის მაკოორდინირებელი უწყება, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up