საქართველოს კანონმდებლობაში შემოდის ახალი ცნება „იპოთეკით დაცული ობლიგაციები“

საქართველოს კანონმდებლობაში შემოდის ახალი ცნება „იპოთეკით დაცული ობლიგაციები“

access_time2022-04-07 09:30:00

საქართველოს კანონმდებლობაში შემოდის ახალი ცნება - „იპოთეკით დაცული ობლიგაციები“, ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ და მისგან გამომდინარე 10 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


კანონპროექტთა პაკეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ გააცნო დამსწრეთ.


„ცნება „იპოთეკით დაცული ობლიგაციები“ საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გავრცელებული ინსტრუმენტია. მიგვაჩნია ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი იქნება იმისათვის, რომ ასეთი ტიპის საინვესტიციო ინსტრუმენტები გაჩნდეს ქვეყანაში და მათ შორის გაფართოვდეს ინვესტორთა ბაზა. ასევე გაიზარდოს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა. კანონპროექტი ეფუძნება კარგ საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას, ასევე 2019 წლის შესაბამის ევროდირექტივას“, - განაცხადა მომხსენებელმა.



მისი განმარტებით, ეს არის ობლიგაცია, რომელსაც უშვებენ კომერციული ბანკები, ხოლო ამ ობლიგაციების უზრუნველყოფას წარმოადგენს კომერციული ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხები.


„ეს ინსტრუმენტი დიდ საინვესტიციო პოტენციალს ქმნის და გაზრდის ქვეყანაში საინვესტიციო ბაზას. ის არის უფრო იაფ და სანდო დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობა, რაც საფინანსო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს დამატებითი, უფრო გრძელვადიანი ინსტრუმენტი შექმნას, რომელიც იპოთეკური სესხის ამღებისათვის შეამცირებს საპროცენტო განაკვეთების რისკს. წარმოდგენილი კანონპროექტთა ბაზის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება ფასიანი ქაღალდების გამოშვება რეზიდენტი კომერციული ბანკის მიერ, ასევე კანონის საფუძველზე ხდება იპოთეკით დაცული ობლიგაციების მფლობელთა გარანტიების შემუშავება“, - განმარტა ნიკოლოზ გაგუამ.


​სხდომაზე დაისვა კითხვები და გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up