„საქართველოს კაპიტალმა“ განათლების სექტორში მორიგი ინვესტიცია განახორციელა - 2021 სასწავლო წლის დასაწყისს ორი ახალი სკოლით ხვდება

„საქართველოს კაპიტალმა“ განათლების სექტორში მორიგი ინვესტიცია განახორციელა - 2021 სასწავლო წლის დასაწყისს ორი ახალი სკოლით ხვდება

access_time2021-08-25 09:55:06

საინვესტიციო კომპანიამ „საქართველოს კაპიტალი“  განათლების სექტორში ინვესტირების გაგრძელების შესახებ განაცხადა. საინვესტიციო კომპანიის საგანმანათლებლო მიმართულებას ორი ახალი სკოლა დაემატა: „ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები“ დიდ დიღომში და „მწვანე სკოლის“ ახალი, მეორე კამპუსი ნაძალადევის რაიონში.


„ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები“ 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს საგანმანათლებლო სექტორში. სკოლა გამოირჩევა ინტერაქციული სასწავლო პროგრამით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მიდგომას და მათი უნარჩვევების სრულ რეალიზებას. სკოლა მდებარეობს დიდ დიღომში და აღჭურვილია თანამედროვე საკლასო ოთახებით, საცურაო აუზითა და ღია სტადიონით რომელიც გამწვანებულ 1.5 ჰექტარზეა განთავსებული.


„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ შეთანხმებით, ჩვენს სკოლას შესაძლებლობა ეძლევა შეუერთდეს „საქართველოს კაპიტალის“ საგანმანათლებლო გუნდს და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს“ - განაცხადა ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვების დირექტორმა, მანანა გვირჯიშვილმა.



ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები


„მწვანე სკოლის“ ქსელი 2021 სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. დიღმის კამპუსს დაემატა ახალი სასწავლო კორპუსი და ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა: შიდა და გარე ჩოგბურთის კორტები. „მწვანე სკოლის“ ქსელს ასევე დაემატა, ახალი, მეორე კამპუსი. ახალი კამპუსი ნაძალადევის რაიონში, ისტორიულ რეკრეაციულ ზონაში, ხუდადოვის ტყეში, 5 ჰექტარზეა გაშლილი. სკოლის შენობა 600 მოსწავლეზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით არის გარემონტებული და მოწყობილი. ახალ კამპუსში ბავშვები ჯანსაღ გარემოში შეძლებენ განვითარებას და განათლების მიღებას. მწვანე სკოლას ამ ეტაპზე 1,300-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს და სკოლაში 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური მასწავლებელია დასაქმებული. „მწვანე სკოლა ნაძალადევში“ მოსწავლეების მიღება ბაღის ასაკიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებულია და 2021 წლის სექტემბრიდან სკოლა მოსწავლეების პირველ ნაკადს ელოდება.


მწვანე სკოლა ნაძალადევის კამპუსი


ბაკურ სულაკაური, „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელი და „საქართველოს კაპიტალის“ პარტნიორი: „სასიხარულოა რომ „საქართველოს კაპიტალთან“ ერთად ვაგრძელებთ განვითარებას და დასახული მიზნების სისრულეში მოყვანას. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში დასახული გვაქვს მომავალი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც გვინდა მაღალი ხარისხის განათლება, უსაფრთხო გარემო და ინფრასტრუქტურა საქართველოში კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გავხადოთ ხელმისაწვდომი“.


ირაკლი გილაური, “საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს კაპიტალმა“ განათლების სექტორში მორიგი ინვესტიცია განახორციელა. ეს ინვესტიცია წინ გადადგმული ნაბიჯია „საქართველოს კაპიტალის“ სამომავლო გეგმების განხორციელებაში. ვგეგმავთ განვაგრძოთ ინვესტირება საგანმანათლებლო მიმართულებით და ხელი შევუწყოთ ამ სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.“

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up