„საქართველოს კაპიტალმა“ „საქართველოს ბანკის ჰოლდინგის“ აქციების ნაწილი გაყიდა.
საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში GCAP-მა ბანკის 239 867 აქცია გაყიდა. გარიგების ღირებულებამ 21.226 მლნ ლარი შეადგინა.
„საქართველოს კაპიტალი“ „საქართველოს ბანკის ჰოლდინგის“ უმსხვილეს მეწილედ რჩება, აქციების გაყიდვის შემდეგ GCAP-ის წილი 20.2% შეადგენს.
2022 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, GCAP-ი საქართველოს ბანკის 20.3% -იან წილს ფლობდა.