„საქართველოს კურორტების განვითარება დამატებით სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტის როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ ზრდას“

„საქართველოს კურორტების განვითარება დამატებით სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტის როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ ზრდას“

access_time2022-07-25 19:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორად ალექსანდრე ონოფრიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტებისა და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობის, ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლისა და შესაბამისი გენგეგმების მომზადების, ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად 2022 წელს შეიქმნა.


ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რასაც მოყვება შემოსავლების ზრდაც. თავის მხრივ, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კურორტების განვითარება, რომელიც აქტიურად იზიდავს ტურისტს. ქვეყანაში სამასამდე კურორტი და საკურორტო ადგილია, შესაბამისად, კურორტების განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყნის საკურორტო პოტენციალის სრულად ათვისება, საქართველოსთვის არის ეკონომიკის დამატებითი სტიმულაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.


მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველოში საკურორტო ზონების განვითარება, მათი მდებარეობის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, დეცენტრალიზებულად განავითარებს არამხოლოდ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრს, არამედ, მცირე ზომის დაბებსა და დასახლებებსაც, სადაც სხვა შემთხვევაში, განვითარების გარკვეული დონის მისაღწევად ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება ხდება საჭირო.



რაც შეეხება სააგენტოს ახლადდანიშნულ დირექტორს - ალექსანდრე ონოფრიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას" და საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია კურორტების მართვის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის გამგეობის წევრი, ტურიზმის დეპარტამენტის გიდების გადამზადების კოორდინატორი, საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის ქვეყნის შიდა და გარე სამთო ექსპედიციების ხელმძღვანელი, საქართველოს "Ski mountaineering" ფედერაციის პრეზიდენტი. ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ნატურალისტ თრეველერის" დამფუძნებელი და პარტნიორი, .თბილისის მერიის სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდის" დირექტორის მოადგილე და ა.შ.


როგორც ალექსანდრე ონოფრიშვილი აცხადებს, განსაკუთრებით აქტიური მუშაობა იქნება საჭირო ბალნეოლოგიური მიმართულებით, რადგან ქვეყნის სამასამდე საკურორტო ადგილიდან ნახევარზე მეტი სწორედ ბალნეო და ბალნეოკლიმატური ტიპისაა. მისი შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია სპორტული და რეკრეაციული ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რადგან მათთვის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს სწორედ სამთო და ბალნეოლოგიური კურორტები წარმოადგენენ.


„ყველამ, კარგად ვიცით თუ როგორ იმოქმედა კოვიდპანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკაზე. სტაგნაცია განსაკუთრებით ხელშესახები იყო ტურიზმის სფეროში. დღეს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ სექტორის აღდგენის პროცესი. საქართველოს კურორტების განვითარება დამატებით სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტის როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ ზრდას, რაც აქტიურად აისახება ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე და, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების შემოსავლებზე“ - აცხადებს ონოფრიშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up