საქართველოს მარშრუტებზე რუსული ნავთობის ტრანსპორტირება მცირდება - SOCAR-მა თავისი თურქული ქარხნისთვის რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა

საქართველოს მარშრუტებზე რუსული ნავთობის ტრანსპორტირება მცირდება - SOCAR-მა თავისი თურქული ქარხნისთვის რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა

access_time2022-12-09 15:30:40

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა თავისი თურქული გადამამუშავებელი ქარხნისთვის რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


სააგენტოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთის სანქციები ევროპისა და შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაც ამოქმედდა. როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე ევროკავშირის ემბარგო 5 დეკემბრიდან შევიდა ძალაში, რაც კრძალავს ევროკავშირის სერვისებს იმ ნავთობის ტრანსპორტირებაზე, რომელიც G7-ის მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე, ანუ ბარელზე 60 დოლარზე მეტად არის შესყიდული.


Reuters-ის ცნობით, თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თურქულმა ქარხნებმა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები გაზარდეს. მათ შორის იყო SOCAR-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა STAR, რომლის დღიური საწარმოო სიმძლავრე 214 000 ბარელი ნავთობია. ეს, Reuters-ის შეფასებით, რუსი მწარმოებლებისთვის თურქეთის გეოგრაფიული სიახლოვის გამო აზიურ ქვეყნებთან ვაჭობაზე უფრო მომგებიანი იყო.


ართალია, თურქეთი ფასის ლიმიტის შეთანხმებას არ შეუერთდა და რუსულ კომპანიებს კვლავაც შეუძლიათ, ქვეყანას ნავთობი შეზღუდვის გარეშე მიჰყიდონ, თუმცა, Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, გასულ თვეში რუსული ნაკადები თურქეთში ყველაზე მეტად დაეცა. კერძოდ, რუსეთის ძირითადი საექსპორტო ნავთობის, Urals-ის მიწოდება ნოემბერში დღეში 170 000 ბარელს შეადგენდა, მაშინ, როცა აგვისტოდან ოქტომბრის თვეებში დღიური მიწოდება 300 000 ბარელი იყო. STAR-ის გადამამუშავებელი ქარხანა ნოემბერში დღეში მხოლოდ 73 000 ბარელ რუსულ ნავთობს იღებდა, მაშინ, როცა წინა სამ თვეში მისი დღიური მიწოდება 170 000 ბარელ ნავთობს შეადგენდა. ამასთან, ქარხანა STAR-ს ბოლო ნაკადი 20 ნოემბერს გაეგზავნა.



Reuters-ის წყაროს განცხადებით, SOCAR უფრო დასავლური სანქციების დაცვისკენ იხრება.


თურქული ქარხანა STAR-ისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას SOCAR-ის ჟენევის სავაჭრო ფილიალი ოპერირებს.


ახლახან Reuters-მა ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული „ლუკოილი“ დასავლეთის სანქციების გამო დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს შეწყვეტს და მას კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) სისტემაზე გადაიტანს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მილსადენის აქციონერების მხრიდან მომდინარეობს.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up