საქართველოს მიმართ სხვა სახელმწიფოების დავალიანება ნულს უდრის

საქართველოს მიმართ სხვა სახელმწიფოების დავალიანება ნულს უდრის

access_time2021-06-29 10:00:35

საქართველოს საგარეო ვალმა მშპ-ის 60%-ს გადააჭრბა, კომერსანტი დაინტერესდა, რომელიმე სახელმწიფოს თუ ჰქონდა თუნდაც სიმბოლური დავალიანება საქართველოს მიმართ. ფინანსთა სამინისტროდან მიღბული წერილის თანახმად, 2021 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, სხვა სახელმწიფოების დავალიანება საქართველოს მიმართ $0.00-ს შეადგენდა.


ლოგიკურია, როდესაც პატარა სახელმწიფო ფულს დიდი სახელმწიფოსგან სესხულობს, როდესაც ღარიბ ქვეყანას მდიდარი ქვეყნის ვალი აქვს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. 2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით საქართველოს სომხეთის მიმართ $5.1 მლნ-ის ვალი გააჩნდა. სომხეთი კი როგორც ჯამური ეკონომიკით, ასევე 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით საქართველოზე ღარიბია. პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს სომხეთის ნომინალური მშპ $13.7 მლრდ-ს შეადგენდა, საქართელოსი კი $17.5 მლრდ-ს. 1 სულ მოსახლეზე სომხეთს $4620 ჰქონდა, PPP დათვლით - $14 260. საქართველოს, შესაბამისად, $4700 და $15 660.


საქართველოს დანარჩენი სამი მეზობელი სახელმწიფოსიც მართებს: რუსეთის - $37.4 მლნ, თურქეთის $9.8 მლნ და აზერბაიჯანის - $5 მლნ. ამ შემთხვევაში სამივე ქვეყანა საქართველოზე მდიდარია, როგორც ჯამურად, ასევე 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით.



1 სულ მოსახლეზე დათვლით, საქართველოს დავალიანება, მასზე ღარიბი კიდევ 2 სახელმწიფოს: უკრაინისა და უზბეკეთის მიმართ გააჩნია, თუმცა ორივე შემთხვევაში კრედიტის მოცულობა მიზერულია და ჯამში $99 ათასს შეადგენს.


31 მაისის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა $8.039 მლრდ-ა, საიდანაც $7.552 მლდ მთავრობის ვალია, $487 მლნ კი ეროვნული ბანკის. მთავრობას ყველაზე მეტი - $5.423 მლრდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მართებს, ევროობლიგაციების მოცულობა $500 მლნ-ის ტოლია, სახელმწიფოების მომართ არსებული დავალიანება კი $1.627 მლრდ-ს შეადგენს, ამ ვალის 93% სამ სახელმწიფოზე ნაწილდება: გერმანია - $734 მლნ, საფრანგეთი - $577 მლნ და იაპონია - $203 მლნ.


საგარეო ვალის გარდა მთავრობას 5.8 მლრდ ლარის შიდა ვალიც აქვს, რაც 31 მაისის კურსით $1.769 მლრდ-ია. ჯამში მთავრობისა და ეროვნული ბანკის ვალი $9.808 მლრდ-ია. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველოზე მცირე ეკონომიკა სომხეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და მოლდოვას გააჩნიათ, კიდევ ორ სახელმწიფოში: უკრაინასა და უზბეკეთში 1 სულ მოსახლეზეა საქართველოზე მცირე შემოსავლები, არც ერთ მათგანს საქართელოს მიმართ 1 ცენტიც არ მართებს.  

თეგები:
სესხი ვალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up