საქართველოს მოქალაქეებს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში ნებაყოფლობით გაწევრიანების შესაძლებლობა მიეცემათ

საქართველოს მოქალაქეებს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში ნებაყოფლობით გაწევრიანების შესაძლებლობა მიეცემათ

access_time2022-11-07 18:00:00

ევროპასთან ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი გურგენიძის განმარტებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა, გაწევრიანდეს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში ან თავად დააფუძნონ ის.


ამგვარი უფლება ენიჭება სუბიექტთა ფართო სპექტრს, მათ შორის, დამსაქმებლებს, დამსაქმებელთა გაერთიანებებს, დასაქმებულთა გაერთიანებებს, პროფესიულ ორგანიზაციებს. ასეთივე, ნებისმიერ პირს უფლება ენიჭება გაწევრიანდნენ ინდივიდუალურ საპენსიო სქემებში, დასაქმებისაგან დამოუკიდებლად.


კანონპროექტი რამდენიმე საპენსიო სქემაში გაწევრიანების საშუალებას იძლევა.



„კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სადაზღვევო სექტორისა და აქტივების მმართველი კომპანიების ბაზრის განვითარებას, რადგან მათ გაუჩნდებათ დამატებითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული ბაზრების განვითარება კი თავის მხრივ გაზრდის კონკურენციას, რაც საბოლოოდ ქვეყანაში ეფექტური ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სისტემის ამოქმედებასა და დანერგვაში აისახება“, - განაცხადა გიორგი გურგენიძემ.


კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დაიხვეწება ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა და იგი ევროკავშირში მოქმედ პრინციპებსა და ჩარჩოს დაუახლოვდება.


მისივე თქმით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის პირობებში, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზარი საქართველოს მოქალაქეებისათვის უფრო მიმზიდველი და სანდო გახდება.


„ამგვარი წესების გაჩენით, მოცული იქნება სუბიექტების ყველა კატეგორია და ყველას გაუჩნდება გრძელვადიანი დანაზოგების შექმნის შესაძლებლობა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი დანაზოგების აკუმულირება, წარმოადგენს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობას, რადგან აკუმულირებული თანხების ინვესტირება შესაძლებელი იქნება სწორედ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე გრძელვადიანად, რაც აისახება უფრო ეფექტურ კაპიტალის ალოკაციაში და თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა“, - განაცხადა გიორგი გურგენიძემ.


​კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს.



თეგები:
პენსია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up