საქართველოს მოსახლეობის 35% პრაქტიკულად არ მოძრაობს

საქართველოს მოსახლეობის 35% პრაქტიკულად არ მოძრაობს

access_time2022-10-28 00:00:00

საქართველოში ავადობის 80% და სიკვდილობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. არაგადამდები დაავადებების გამოწვევის ძირითად რისკ ფაქტორებს შორის კი არასაკმარისი ფიზიკური აქტივობაცაა. ამის შესახებ ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგიის პროექტშია ნათქვამი, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. დოკუმენტზე მუშაობა ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 7 თვის წინ დაიწყო. სტრატეგიის მომზადებაში სხვადასხვა სექტორია ჩართული.


დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობის 35% პრაქტიკულად არ მოძრაობს თუ არ ჩავთვლით სამსახურში ან სასწავლებელში გადაადგილებას. სტრატეგია ითვალისწინებს 2030 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლის 15%-ით შემცირებას.


დოკუმენტის მიხედვითვე, საქართველოში არაგადამდები დაავადებებით გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატება მეზობელი ქვეყნების მათ შორის სომხეთის, თურქეთსა და უკრაინის მონაცემებს. ევროკავშირის სახელმწიფოებთან შედარებით კი ორჯერ მაღალია.


„18-69 წლის მოსახლეობის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 17,4%-ია. მოსახლეობის – 82.4% კი არ არის ჩაბმული ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობაში. ზრდასრული მოსახლეობის 9% დღეში 7.5 საათზე მეტხანს იმყოფება უმოძრაოდ, რაც სიკვდილიანობის მომატებულ რისკთან ასოცირდება;



18 წელზე მეტი ასაკის 66.3% საერთოდ არ ვარჯიშობს. ჯამური ეკონომიკური ტვირთი (2012 წ.) – საქართველოში უმოძრაობას უკავშირდება ყველა მიზეზით გარდაცვალების 6%-ს. 2013 წ. გამოთვლებით ეკონომიკური ზიანი არანაკლებ 20 მილიონი დოლარია,“ – ნათქვამია დოკუმენტში.


მასში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია შემდეგი მიზნების მიღწევა: ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა ორსულებში, ადრეული ასაკში და სასკოლო ასაკში.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანას არ გააჩნია ეროვნული რეკომენდაციები ორსულობის პერიოდში ნორმირებული ფიზიკური აქტივობის დედის, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის თაობაზე. ბაღის აღმზრდელთა 45% კი ამ კუთხით არაკვალიფიციურია -პერსონალის უმრავლესობას ტრენინგი არ გაუვლია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში.


ამასთან, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნის სწავლების დაბალი ხარისხია, ეროვნული სასწავლო გეგმა არ ითვალისწინებს ინფორმაციას ფიზიკური აქტივობის გავლენის თაობაზე მოსწავლის ჯანმრთელობაზე.


jandacva.ge




თეგები:
მოსახლეობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up