„საქართველოს მთავრობა, აპირებს კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა,  გახადოს პაკეტები უფრო ყოვლისმომცველი და პაციენტზე მორგებული“

„საქართველოს მთავრობა, აპირებს კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, გახადოს პაკეტები უფრო ყოვლისმომცველი და პაციენტზე მორგებული“

access_time2022-09-22 12:30:00

ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მაღალი დონის შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი თანათავმჯდომარის სტატუსით წარსდგა და სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს ფარავს.



„გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა, სახელმწიფოს აქვს სხვა „ვერტიკალური პროგრამები“, რომელთა მიზანია უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა პრევენციულ სერვისებზე, იმუნიზაციაზე, დაავადების ადრეულ გამოვლენასა და სკრინინგზე. პროგრამები მოიცავს შეუზღუდავ ფინანსურ ხელმისაწვდომობას ტუბერკულოზის, HIV და C ჰეპატიტის სერვისებზე,“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.



ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს ჯანდაცვის ახალ სტრატეგიაზეც ისაუბრა, რომელიც 2022 წლის მაისში დამტკიცდა. მისი განმარტებით, დოკუმენტი, მოიცავს ამბიციურ, მაგრამ რეალისტურ მიზნებს ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ასევე ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე, უსაფრთხო და ეფექტურ წამლებსა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.




„წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეფორმები, რათა შეიქმნას პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის მოდელი. მიმდინარე ცვლილებები ეხება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, საავადმყოფოებში დაფინანსების ახალი მექანიზმების დანერგვას, არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს სამართავად, აუცილებელი მედიკამენტების, ფასების რეგულირებას.



საქართველოს მთავრობა, აპირებს კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, გახადოს პაკეტები უფრო ყოვლისმომცველი და პაციენტზე მორგებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.



ნიუ-იორკში გამართულ საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ენუქიძე და მედიცინის პროფესორი, ეპიდემიოლოგი აკაკი აბუთიძე ესწრებოდნენ . ღონისძიების მიზანი, მსოფლიო მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up