საქართველოს მთავრობამ წაგებულ სასამართლო დავებში 17,37 მლნ ლარი გადაიხადა - 8 თვის ანგარიში

საქართველოს მთავრობამ წაგებულ სასამართლო დავებში 17,37 მლნ ლარი გადაიხადა - 8 თვის ანგარიში

access_time2022-12-08 00:00:34

 

 

 

ფინანასთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მათ შორის გამოქვეყნებულია მონაცემები, თუ რა მოცულობის თანხას ედავებიან სახელმწიფოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო არბიტრაჟებში.

 

 

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ადგილობრივ სასამართლოებში ამ ეტაპზე მიმდინარე დავების სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 565.5 მილიონ ლარს, რაც 2021 წლის მშპ-ს (60.23 მლრდ ლარი) 1%-ზე მცირედით ნაკლებია.

 

 

რაც შეეხება არბიტრაჟს, 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს.

 

 


 

„საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს ასიგნებებს შესაძლო წაგებული საქმეებისთვის. გასულ წლებში წაგებული გადახდილი ფაქტობრივი თანხის ოდენობა იყო არაარსებითი, სავარაუდოდ, მოსარჩელეებისთვის ასანაზღაურებელი თანხების სიმცირის ან/და საანგარიშო წელს დაუსრულებელი დავების გამო, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა ზოგადი გარემოებით, მაგალითად, COVID-19-ის პანდემიამ შეანელა სასამართლოების მუშაობა 2020 წელს,“- ვკითხულობთ ანგარიშში.

 

 

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სასამართლო დავებში სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხა ჯამში, 17,37 მლნ ლარს შეადგენს. წლების მიხედვით კი, დავების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადახდილი თანხები ასე გამოიყურება:

 

 

2019 წელი - 3.67 მლნ ლარი;

2020 წელი - 3.45 მლნ ლარი;

2021 წელი - 4.98 მლნ ლარი;

2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით - 5.27 მლნ ლარი.

 

„მოსალოდნელია სასამართლო დავებზე ფაქტობრივად გადახდილი თანხების ზრდადი ტენდენციის შენარჩუნება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროპორციულად უფრო მეტ საქმეს აგებს ვიდრე მანამდე. ასეთი ტენდენცია შეინიშნება სხვა ქვეყნებშიც, სპეციალიზირებული იურიდიული კომპანიების რაოდენობის ზრდისა და ამ დრომდე აკუმულირებული მსხვილი დავების ფონზე,“- აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

 

bpn





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up