საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

access_time2020-04-01 18:10:11

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

 

 ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება თუ ის იმ მეწარმე სუბიექტის ჩამონათვალშია, რომელთა სიაც საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა. 


 აღსანიშნავია, რომ დეველოპერულ სექტორს აღნიშნული აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს დეველოპერული კომპანია „არქი“. „კომერსანტს“  კომპანიაში განუცხადეს, რომ ინფორმაციას შეზღუდვის შესახებ არ ფლობენ.

 

პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს „ანაგი დეველოპმენტშიც“, როგორც კომპანიაში ამბობენ, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათი თქმით, „დღევანდელი მდგომარეობით, რეკომენდაციების გათვალისწინებით „ანაგი დეველოპმენტის„ მშენებლობები გრძელდება.  

 

 პირველი აპრილიდან საქმიანობის გაგრძელების უფლება, რომ არ აქვს არ იცოდა ირაკლი როსტომაშვილმაც. „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს არავინ დაკავშირებია, ბოლო ინფორმაცია რაც  მას აქვს არის ის, რომ დეველოპერებს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ, თუმცა, რეკომენდაციების და კანონის სრული დაცვით.



აკრძალვის მიუხედავად ქვეყანში მშენებლობა, რომ უპრობლემოდ გრძელდება ადასტურებს ფოტოც, რომელიც ერთ-ერთ მშნებლობობაზე დღეს არის გადაღებული.




 „კომერსანტმა“ გაარკვია ისიც, რომ ახლა საკოორდინაციო შტაბში მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელონ დეველოპერებმა მუშაობა. მედიაჰოლდინგის ინფორმაციით, უნდა შემუშავდეს სქემა იმისთვის, რომ  კომპანიების ფუნქციონირება არ შეფერხდეს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტრო გამოყოფს პირს, რომელსაც მეწარმე სუბიექტი დაუკავშირდება და დაუსაბუთებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიის მუშაობის გაგრძელება. სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება მიეცემათ თუ არა მათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. აღსანიშანვია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება როგორც მშენებლებს ასევე მასალების მიმწოდებელ კომპანიებსაც.


2020 წლის 30 მარტის დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერი გახარია აწერს ვკითხულობთ, რომ  საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

 


ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება 67 სუბიექტს მიეცა რომელთა სიაც შემდეგია:

სუბიექტის დასახელება

ეკონომიკური საქმიანობის დასახელება

შპს „საქნახშირი“ ქვანახშირის მოპოვება
სს „RMG Copper“ სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
შპს „RMG Gold“ სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
შპს „ჯმ 29“ სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
სს „რუსთავის აზოტი“ მინერალური სასუქების წარმოება
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ პლასტმასის საფუთავების წარმოება
სს „მინა“ ღრუ მინის წარმოება
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ცემენტის წარმოება
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ცემენტის წარმოება
შპს „კნაუფ გიპს თბილისი“ ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება
შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
შპს „რუსელოის“ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
შპს „ჯეოსთილი“ ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
შპს „ამბიკონ სტილსი“ ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
შპს „რუსთავის ფოლადი“ ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
შპს „გლობუსი“ სხვა ფერადი ლითონების წარმოება
შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ ფოლადის ჩამოსხმა
შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შპს „ასკანგელ ჯგუფი“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შპს „ასკანგელ ალიანსი“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შპს „ასკანგელ ბენტონიტი“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
სს „ელმავალმშენებელი“ სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება
შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“ სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება
შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“ ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი
შპს „მნკორპი“ საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით
სს „საქართველოს რკინიგზა“ რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი ტრანსპორტირება მილსადენებით
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ტრანსპორტირება მილსადენებით
შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი
შპს „მეტრო სერვის +“ სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „ტავ ურბან საქართველო“ საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „საქაერონავიგაცია“ საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ბი ენდ პი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ტრანსფორდი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ეისა“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ჯიარ ტრანზიტი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ჯნს ჯორჯია“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები
შპს „თიბისი ფეი“ ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
შპს „აჭარა ტექსტილი“ პირბადეების კერვა
შპს „მოვი“ პირბადეების კერვა
შპს „ემჯიემტექს“ პირბადეების კერვა
შპს „ISTANBUL BAZAAR“ პირბადეების კერვა
შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ პირბადეების კერვა
შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ პირბადეების კერვა
შპს „BTM-TEXTILE“ პირბადეების კერვა
შპს „პრომო ვეარ“ პირბადეების კერვა
სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ პირბადეების კერვა
სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი) თვითმფრინავის ნაწილების წარმოება
შპს „საქსპეცტრანსი“ პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა
შპს „ჯი ენ ელ“ ლატარიების მოწყობა
შპს „გებრიუდერ ვაის“ სატვირთო საგზაო ტრანსპორტი
შპს „კაპაროლ ჯორჯია“ საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება
სს „საქკაბელი“ ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up